QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნეფროლოგია სალიცენზიო

1142 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

221

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლის მაღალი დონე წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორს? 1. ჩ რეაქტიული ცილა; 2. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ - ქოლესტეროლი; 3. ჰომოცისტეინი; 4. კრეატინინი

222

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტის ერითროპოეტინით მკურნალობისას რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლებია დამახასიათებელი „რკინის ფუნქციური დეფიციტისთვის”?

223

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია დიალიზთან ასოცირებული ამილოიდოზით გამოწვეული „მტევნის გვირაბის სინდრომის” მკურნალობის ეფექტური მეთოდი?

224

რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლებია დამახასიათებელი ე.წ.„მესამეული ჰიპერპარათირეოზისთვის” თირკმლის ქრონიკული დაავადების ფონზე?

225

პაციენტს აღენიშნება სისხლში შარდოვანას კონცენტრაცია დიალიზამდე - 200 მგ/დლ, დიალიზის შემდეგ - 80 მგ/დლ. რას უდრის შარდოვანას კლების ინდექსი („URR“)?

226

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს ერითროპოეტინ რეზისტენტული ანემიის მიზეზი თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას: 1. მეორადი ჰიპერპარათირეოზი; 2. არაადეკვატური დიალიზი; 3. აგფ ინჰიბიტორები; 4. ალუმინის დეფიციტი

227

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებათაგან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ინტრავენური რკინის პრეპარატებით თერაპიასთან დაკავშირებით არასწორია:

228

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებათა შორის რომლის დროს არის პლაზმაფერეზი ნაკლებად ეფექტური:

229

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომლის დროს ენიჭება უპირატესობა ახლად გაყინულ პლაზმას ალბუმინთან შედარებით პლაზმაფერეზისას?

230

სადიალიზო კათეტერის ინფექციის შემთხვევაში ვანკომიცინით თერაპიის ოპტიმალური დოზირებაა

231

ჰემოდიალიზისთვის რომელი სისხლძარღვოვანი მიდგომის გამოყენების შემთხვევაში არ შეიძლება შეგვხვდეს კარდიოპულმონური რეცირკულაცია?

232

რამდენია თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას პირველი დიალიზის მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებული შარდოვანას კლების ინდექსი (URR) პირველი სეანსის დროს?

233

თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას რამდენია პირველი დიალიზის ოპტიმალური ხანგრძლივობა?

234

რა არის ჰემოდიალიზის პირველი სეანსის დროს ურემიული ტოქსინების სწრაფი დაწევით გამოწვეული გართულება?

235

რომელია ჰემოდიალიზის მსვლელობისას არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების სწორი მკურნალობა?

236

ქვემოთ ჩამოთვლილ მეთოდთაგან რომლის გამოყენებაა შესაძლებელი ჰემოდიალიზზე ჰიპოტენზიის რისკის შესამცირებლად?

237

რომელია ჰემოდიალიზის მსვლელობისას განვითარებული კუნთების კრუნჩხვითი მოვლენების (კრამპის) ადეკვატური მკურნალობა?

238

ჰემოდიალიზის მსვლელობისას ჰაეროვან ემბოლიაზე ეჭვისას როგორი პოზა უნდა შეირჩეს პაციენტისთვის?

239

თანამედროვე რეკომენდაციებით, რამდენია შარდოვანას კლების ინდექსის („URR“) მინიმალური მისაღები მაჩვენებელი ჰემოდიალიზის თითოეული სეანსისათვის?

240

ჰემოდიალიზზე რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლის სამიზნე კონცენტრაცია სისხლში ემთხვევა ჯანმრთელი ადამიანის ნორმას?

განმარტებები