სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › უროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
უროლოგია სალიცენზიო
პროსტატის კიბოს განვითარებისათვის რისკ-ფაქტორებს შეადგენენ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ყველა ერთის გარდა:
2017 წლის TNM სისტემის მიხედვით პროსტატის სიმსივნის T1c განისაზღვრება შემდეგნაირად:
57 წლის მამაკაცს პროსტატის ტრანსრექტალური ბიოფსიით 5 ბიოპტატში დაუდგინდა მაღალი ხარისხის პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (HGPIN). პერსისტირებული მომატებული პსა-ს შემთხვევაში ანმეორებითი ბიოფსიის დროს პროსტატის კიბოს გამოვლენის ალბათობაა:
პროსტატის კიბოს ინდივიდუალური სკრინინგით დაინტერესებულ მამაკაცში პროსტატის კიბოს ადრეული გამოვლენა ეფუძნება:
ფინასტერიდის / დუტასტერიდის გამოყენებიდან 12 თვის შემდეგ PSAს დონე მცირდება:
60 წლის მამაკაცი ქვედა საშარდე გზების სიმპტომატიკის გამო 1 წლის განმავლობაში ღებულობდა ფინასტერიდს, რის შემდეგაც სისხლში PSA აქვს 3 ნგ/მლ. მკურნალობის დაწყებამდე PSA მაჩვენებელი იყო 2.5 ნგ/მლ. რექტალური გასინჯვით პათოლოგია ვერ გამოვლინდა. რა იქნებოდა თქვენი აზრით
რადიკალური პროსტატექტომიის წინ ჩატარებული ნეოადიუვანტური ჰორმონალური თერაპიის კურსი:
რადიკალური პროსტატექტომიის დროს მენჯის ლიმფოდისექცია არ არის რეკომენდებული, როდესაც:
რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ PSA-ს ნახევარდაშლის პერიოდია:
სტეროიდული ანტიანდროგენი არასტეროიდულისაგან განსახვავდება იმით რომ:
რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ ამოკვეთილი პრეპარატის კიდეზე მორფოლოგიური კვლევით სიმსივნე (პოზიტიური საზღვარი) ყველაზე ხშირად გამოვლინდება:
კასტრაცია-რეზისტენტული ძვლების ტკივლით მანიფსტირებული მეტასტაზირებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის:
62 წლის მამაკაცს რექტალური ბიოფსიის შედეგად დაუდგინდა პროსტატის კიბო. გაუკეთდა რადიკალური პროსტატექტომია და მენჯის ორმხრივი ლიმფადენექტომია. პოსტოპერაციულ პერიოდში განუვითარდა ქვემო კიდურის მოძრაობის დარღვევა: ბარძაყის მოზიდვისა და შიგნითა როტაციის სისუსტე. აღნიშნული გართულება აიხსნება შემდეგი ნერვის დაზიანებით:
პროსტატის კიბოს უწყვეტ ჰორმონულ თერაპიასთან შედარებით ხანგამოშვებითი (ინტერმიტენტული) ანდროგენული დეპრივაციის გამოყენების ყველაზე მეტად დადასტურებულ უპირატესობას წარმოადგენს :
64 წლის მამაკაცს 2 წლის წინ დაუდგინდა პროსტატის ადენოკარცინომა, რის გამოც იმყოფებოდა სრულ ანდროგენურ ბლოკადაზე. არის კლინიკური ეჭვი ზურგის ტვინის კომპრესიის დასაწყისზე. დაწყებულია მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა. ნეიროქირურგიული გუნდი შეუძლებლად მიიჩნევს ქირურგიულ დეკომრესიას. რომელია დაავადების მართვისშემდეგი ყველაზე ოპტიმალური მეთოდი?
კასტრაცია-რეზისტენტული პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია:
პაციენტს სათესლე ჯირკვლის სიმსივნის გამო გაკეთებული აქვს ინგვინალური ორქექტომია. მაკროსკოპიულად ნორმალური კონტრალატერალური სათესლე ჯირკვლის ბიოფსიით გამოვლინდა ინტრაეპითელური ნეოპლაზია (TIS). პაციენტს აღარ აქვს შვილის ყოლის ინტერესი. მკურნალობის ოპტიმალური ვარიანტია:
28 წლის პაციენტს დაუდგინდა სათესლე ჯირკვლის არასემინომური სიმსივნე. კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობოთ რეტროპერიტონულ სივრცეში გამოუვლინდა 8 სმ-ის ზომის მეტასტაზი. ავადმყოფს ჩაუტარდა სტანდარტული(პლატინა+ეტოპოზიდი+ ბლეომიცინი - BEP) ქიმიოთერაპიის 3 კურსი. სეროლოგიური მარკერები პირველი კურსის შემდეგ ნორმალიზებულია. რეტროპერიტონულმა სიმსივნემ რეგრესი არ განიცადა. შემდგომი მკურნალობის ოპტიმალური ვარიანტია.
სემინომის განვითარებისათვის ყველაზე სპეციფიური ასაკია:
მხოლოდ ორიექტომიით მკურნალობის შემდეგ I კლინიკური სტადიის სემინომის რეციდივის სიხშირე პირველი 5 წლის განმავლობაში არის: