სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ფთიზიატრია პულმონოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ფთიზიატრია პულმონოლოგია სალიცენზიო
მკურნალობის ყოველი სახეობისთვის შეარჩიეთ ჩვენება: წარმოებს სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობისა და აირებისკორექცია; ინიშნება ანტიბიოტიკები, ამოსახველებელი საშუალებები, საგულე გლიკოზიდები, ჟანგბადის ხანგრძლივი ინჰალაცია
აღწერისთვის შეარჩიეთ შესაბამისი დასკვნა: ამ მდგომარეობის დროს ატროპინის და შარდმდენი საშუალების დანიშვნა ნაჩვენები არ არის, რადგან იწვევს ბრონქებში სეკრეტის სიბლანიტის მომატებას
აღწერისთვის შეარჩიეთ შესაბამისი დასკვნა: ხასიათდება ტალღისებრი მიმდინარეობით, გამწვავებისა და რემისიების მონაცვლეობით; მიმდინარეობს ორ ფაზად, რომელთაგან მეორე წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენაციის ფაზას
აღწერისთვის შეარჩიეთ შესაბამისი დასკვნა: ხშირად თან სდევს ღრუ ვენის სისტემის თრომბოფლებიტი, თრომბების არსებობა გულის მარჯვენა ღრუებში, გულის უკმარისობა
აღწერისთვის შეარჩიეთ შესაბამისი დასკვნა: კლასიფიკაციაში აღინიშნება ინფექციური და ასეპტიური ფორმები; დიფუზური და ჩაპარკული; აღინიშნება სითხის დადებითი სინჯი სერომუკოიდებზე; ხვედრითი წონა 1018 და მეტი
აღწერისთვის შეარჩიეთ შესაბამისი დასკვნა: ფილტვებში ჰაერის ნარჩენი ტევადობის მომატება, აუსკულტაციით შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა, ფილტვების კიდეების მოძრაობის შეზღუდვა
აღწერისთვის შეარჩიეთ შესაბამისი დასკვნა: ქრონიკული (კეთილთვისებიანი) მიმდინარეობის დამახასიათებელი ნიშნებია: ოსტეოლიზისი, შაქრიანი დიაბეტი, მორეციდივე პნევმოთორაქსი
აღწერისთვის შეარჩიეთ შესაბამისი დასკვნა: წარმოადგენს მცირე ბრონქის ემბრიოგენეზის დარღვევასთან დაკავშირებულ განვითარების მანკს, აღინიშნება სეგმენტარული ბრონქის ამპუტაცია
აღწერისთვის შეარჩიეთ შესაბამისი დასკვნა: ფილტვის კართან ხშირად აღინიშნება ჰიპერპლაზიური, ზოგჯერ კი გაკირული ლიმფური კვანძები, პროცესის საფუძველს წარმოადგენს ფილტვის ერთი წილის მორეციდივე ატელექტაზი
50 წლის ავადმყოფის დიაგნოზით "მარჯვენამხრივი პნევმონია"მკურნალობდა ბინაზე. მდგომარეობის უეცარი და მკვეთრი გაუარესების გამო (ტკივილები მკერდის მიდამოში, ქოშინი, ციანოზი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაცემა) ავადმყოფი მიიყვანეს კლინიკაში. პერკუტორულად გულმკერდის ყაფაზის ზედანა წილში აღინიშნება ტიმპანიტი, ქვედა ნაწილში - მოყრუება. სუნთქვითი ხმიანობა მარჯვენა ფილტვში არ მოისმინება. კლინიკაში დიაგნოზის დასადასტურებლად ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს:
ავადმყოფი უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით, თანდათანობით პროგრესირებად ქოშინს. ინსპექციით ვლინდება აკროციანოზი, კომბლისებური თითები და საათის მინის ფორმის ფრჩხილები. პერკუსიით აღინიშნება კოლოფისებრი ხმიანობა, აუსკულტაციით - მკვრივი სუნთქვა გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, მშრალი მსტვინავი და მოგუგუნე, აგრეთვე სველი საშუალობუშტუკოვანი ხიხინი. სისხლში ვლინდება ზომიერი ლეიკოციტოზი ედს-ის აჩქარება. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის სურათის და ზონრება და ბადობრიობა. სავარაუდო დიაგნოზი:
დაავადება დაიწყო უეცრად, ძლიერი შემცივნებით, ტემპერატურამ მოიმატა 40 გრადუსამდე. ავადმყოფი უჩივის ქოშინს, ტკივილს, ხველას ჟანგისფერი ნახველით. ცხვირ-ტუჩის მიდამოში გამოხატულია ციანოზი. აღინიშნება ტაქიკარდია, გახშირებული სუნთქვა. პალპაციით ვლინდება ბგერითი რხევის გაძლიერება, პერკუსიით - მოყრუება, აუსკულტაციით - ბრონქული სუნთქვა. სისხლში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი და ედს-ის მატება. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ჰომოგენური დაჩრდილვა ფილტვის წილის მიდამოში. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
დაავადება განვითარდა ზემო სასუნთქი გზების ანთების ფონზე. ავადმყოფი უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით, ტემპერატურის მომატებას 38.5 გრადუსამდე. პერკუსიით მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის მიდამოში ვლინდება პერკუსიული ხმის დამოკლება, იგივე მიდამოში აუსკულაციით - წვრილი და საშუალო ბუშტუკოვანი სველი ხიხინი. სისხლის მხრივ გამოხატულია ზომიერი ლეიკოციტოზი, ედს-ის აჩქარება. რენტგენოლოგიურად მარჯვენა ფილტვის ქვედა წილში ვლინდება მცირე ზომის დაჩრდილვის კერა. სავარაუდო დიაგნოზი:
დაავადება დაიწყო შემცივნებით, ტემპერატურის მატებით, რომელმაც მიიღო ჰექტიური ხასიათი. დასაწყისში ავადმყოფს აწუხებდა ხველა მცირეოდენი ნახველით, ტკივილი გულმკერდში. შემდგომში ავადმყოფი აღნიშნავს სუნიანი ჩირქოვანი ნახველის დიდი რაოდენობით გამოყოფას. ნახველის გამოყოფის შემდეგ ტემპერატურა ქვეითდება, უმჯობესდება თვითგრძნობა. პერკუსიით მარჯვენა ფილტვის შუაწილის მიდამოში აღინიშნება ტიმპანიტი, აუსკულტაციით - ამფორული სუნთქვა, სველი საშუალო ბუშტუკოვანი ხიხინი. რენტგენოლოგიურად ვლინდება ღრუ სითხის ჰორიზონტალური დონით. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი პერიოდულად უჩივის ხველას ჩირქოვანი ნახველით, უფრო ხშირად დილაობით. ზოგჯერ ავადმყოფი მას გამოყოფს "სავსე" პირით. ფილტვების აუსკულტაციით ისმის მკვრივი სუნთქვა, მშრალი და სხვადასხვა კალიბრის სველი ხიხინი, რომელიც მცირდება ნახველის გამოყოფის შემდეგ. პერიოდულად აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა. რენტგენოლოგიურად ნახულობენ ფილტვის ქსოვილის ბადებრიობას ("ფიჭისებრი სურათი"), ბრონქოსკოპიით - ბრონქების პარკისებურ გაგანიერებას. გამწვავების პერიოდში აღინიშნება ზომიერი ლეიკოციტოზი, ედს-ის აჩქარება. სავარაუდოდ იაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის შეუძლოდ ყოფნას, სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდში, ქოშინს, მშრალ ხველას. ინსპექციით აღინიშნება გახშირებული სუნთქვა, ციანოზი, კისრის ვენების შებერილობა. პერკუსიით მარჯვენა ფილტვის მიდამოში აღინიშნება ყრუ ხმა ირიბი ზედა ზედაპირით. ფილტვების ექსკურსია შემცირებულია. მოყრუების მიდამოში სუნთქვა არ ტარდება. რენტგენოლოგიურად აღინიშნება დაჩრდილვა ირიბი ზედა საზღვრით. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფს აღენიშნება შერეული ტიპის ქოშინი, ციანოზი, დაზიანებული მხარის ჩამორჩენა სუნთქვაში, მისი გამოდრეკა, ნეკნთაშუა სივრცეების ამოვსება. პალპაციით ვლინდება შესუსტებული ბგერითი რხევა, პერკუსიით - ტიმპანიტი, ფილტვების ექსკურსიის შეზღუდვა, აუსკულტაციით - შესუსტებული სუნთქვა. რენტგენოლოგიურად ნახულობენ ჰომოგენურ ნათელ ზონას, ფილტვის ქსოვილი ჩაჩუტულია და მოქცეულია ფილტვის კართან. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის ზოგად დამტვრეულობას, სიმხურვალის შეგრძნებას მკერდის ძვლის უკან, ხველას, დასაწყისში მშრალი, შემდეგ კი ლორწოვანი და ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით. ინსპექციით, პალპაციით და პერკუსიით ნორმისგან გადახრა არ აღინიშნება. აუსკულტაციით ვლინდება მშრალი ხიხინი, ტემპერატურა ნორმალურია. სისხლში აღინიშნება ედს-ის ზომიერი მომატება. ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევით ცვლილებები არ ვლინდება. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
აღნიშნეთ ჰიპოქსემიის პასუხად აღმოცენებული დამახასიათებელი ადრეული ჰემოდინამიკური რეაქცია:
არტერიული სისხლის ჟანგბადით გაჯერება მკვეთრად იცვლება ჰიპოქსიის შემდეგი სახეობის დროს: