QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ზოგადი ქირურგია სალიცენზიო

1281 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

101

ზოგადი ანესთეზიის დროს, არტერიული ჰიპოტენზია შეიძლება გამოიწვიოს ყველა ჩამოთვლილმა, გარდა:

102

ვენაში კათეტერის დიდი ხნით დატოვებას შეიძლება მოყვეს ყველა ჩამოთვლილი, გარდა

103

ვენურ სტაზს, როგორც წესი მივყევართ ყველა ჩამოთვლილამდე, გარდა

104

სუნთქვითი აციდოზის დროს აუცილებელია

105

მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ცვლილება ითვლება კომპენსირებულად, როცა pH--ის სიდიდეები მერყეობს შემდეგ ფარგლებში:

106

გლუკოზის ხსნარის კონცენტრაცია ითვლება იზოტონურად:

107

ჰიპერკალიემიის ნიშნებია

108

ჰიპონატრიემიის დროს აღინიშნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა

109

გულ-ფილტვის რეანიმაციის დაუყოვნებელ ჩვენებას წარმოადგენს 1) პულსისა და არტერიული წნევის არარსებობა; 2) სუნთქვის გაჩერება; 3) ცნობიერების არარსებობა; 4) აკროცინოზი; 5) გულის ცემის გაჩერება.

110

გულის პირდაპირი მასაჟის ჩვენებაა

111

ფილტვების შეშუპება ვითარდება 1) ტრანსპულმონალური უარყოფითი წნევის მომატებისას; 2) ფილტვის კაპილარებში ჰიდროდინამიური წნევის მომატებისას; 3) სისხლის კოლოიდო-ოსმოსური წნევის მომატებისას; 4) ფილტვებში სითხის ლიმფური გზებით რეაბსორბციის დაქვეითებისას; 5) მემბრანების გამავლობის დაქვეითებისას.

112

ფილტვების შეშუპების ინტენსიური თერაპია მოიცავს ყველაფერს, გარდა

113

ასთმური სტატუსის ინტენსიური თერაპია მოიცავს 1) 0,3 მლ ადრენალინის შეყვანას; 2) კორტიკოსტეროიდებს- 240 მგ ჰიდროკორტიზონი გახსნილი 5% გლუკოზის ხსნარში; 3) ოქსიგენოთერაპიას; 4) ნატრიუმის ბიკარბონატს; 5) ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას; 6) ინჟექციურ ბრონქოსკოპიას ბრონქული ხის ლავაჟით; 7) რეჰიდრატაციას; 8) განგლიოლიტიკებს; 9) ხველის დათრგუნვას.

114

ავადმყოფი შემოვიდა ბრონქული ასთმის შეტევით ძლიერი აღგზნების მდგომარეობაში, მას მიზანშეწონილია დაენიშნოს 1) ადრენალინი 1:1000 - 0,5 მლ კანქვეშ; 2) ეუფილინი 2,4% - 10მლ ვენაში; 3) სედუქსენი 5 მგ აბებში; 4) სედუქსენი 0,5% - 2,0 კუნთში; 5) კალიიოდატი გახსნილი რძეში ყოველ 4 სთ-ში; 6) მორფინი 20 მგ კანქვეშ.

115

ზღვაში დახრჩობისას უნდა ველოდეთ შემდეგი ნიშნების განვითარებას

116

ავადმყოფს აქვს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ინტუბაციის და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. იმატა ჰიპოქსიამ, არტერიული წნევა დაქვეითდა 80 მმ ვერცხ.წყ.სვ, გულის ტონები მოყრუებულია. მდგომარეობის გაუარესების მიზეზია

117

სპინალური შოკის ძირითადი ნიშნებია 1) ჰიპერვოლემია; 2) ჰიპოვოლემია; 3) ჰიპერტონია; 4) ჰიპოტონია; 5) ბრადიკარდია; 6) სისხლძარღვთა ატონია.

118

ინფექციურ-ტოქსიური შოკი შეიძლება განვითარდეს: 1) პერიტონიტის დროს; 2) პნევმონიის დროს; 3) ენდომეტრიტის დროს; 4) მენინგიტის დროს; 5) ინფექციური ენდოკარდიტის დროს; 6) პიელონეფრიტის დროს.

119

ალბუმინს აქვს ყველა ჩამოთვლილი თვისება, გარდა

120

სისხლდენა ხანგრძლივდება

განმარტებები