QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ოფთალმოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ოფთალმოლოგია სალიცენზიო

1023 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

421

ბადურას ლაზერთერაპია ნაჩვენებია:

422

ბადურას და მინისებრი სხეულის კონტაქტი ყველაზე მეტად მყარია არეში:

423

ბადურას ჩამოცლის რისკი მომატებულია:

424

ჩამოცლილი ბადურის ზედა ნაწილში გახლეჩისას:

425

ბადურას ჩამოცლის დროს ავადმყოფები უჩივიან:1). მცურავი შემღვრევების წარმოქმნას;2). თვალში "ნათების" წარმოქმნას; 3). თვალებისწინ "ფარდის" წარმოქმნას;

426

ბადურას ჩამოცლის ქირურგიული მკურნალობისას კოაგულაციის მეთოდს არჩევის დროს უპირატესობა ენიჭება:

427

ბადურას ჩამოცლის მკურნალობისას ადრეულ ოპერაციისშემდგომ პერიოდში განვითარებული სიბრმავე შეიძლება გამოწვეული იყოს:

428

ბადურას ჩამოცლის გამომწვევ ფაქტორებს მიეკუთვნება:

429

დიაბეტური ანგიოპათიების საფუძველია:

430

დიაბეტიანი ავადმყოფის აფაკიის კორექციის ოპტიმალური ვარიანტია:

431

ლაზერთერაპია ნაჩვენებია:

432

42 წლის პაციენტს, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი 20 წლის მანძილზე, აქვს ორმხრივი დიაბეტური კატარაქტა მხედველობის სიმახვილე OU=0,2 თვალშიგა წნევა OU=21მმ Hგ, მხედველობის ველი ნორმალური, დაწყებითი კატარაქტა არის უკანა სუბკაფსულური. ნივთიერება და ბირთვი გამჭვირვალეა. მიდრიაზისას თვალის ფსკერის ცვლილებები შეესაბამება დიაბეტურ ფლებოპათიას. შაქრიანი დიაბეტი კომპენსირებულია, ინსულინდამოკიდებულია. შაქარი სისხლში 10 მმოლ/ლ-ის ფარგლებშია (ავადმყოფისათვის ჩვეულებრივი ციფრები). შარდში შაქარი 3%, ცილა 1%.ავადმყოფისათვის რეკომენდირებულია:

433

პაციენტი 35 წლისაა. პროფესია-მძღოლი. მხედველობის სიმახვილე OD=1,0 Oშ=0,1 არ კორეგირებს. თვალშიგა წნევა OU=21მმ Hგ. მხედველობის ველი ნორმალური, წყნარია. რქოვანას ოპტიკურ ზონაში ზედაპირულ შრეებში ინტენსიური შემღვრევაა ზომით 2 ხ 3 მმ, შემღვრევის ზონაში ღრმადმდებარე შრეეში გამჭვირვალეა. რქოვანას ნაწილის ზედაპირულ შრეებში აღინიშნება რამოდენიმე ახლად წარმოქმნილი სისხლძარღვი, რომლებიც რქოვანას ლიბრამდე არ მიდიან. წინა საკანი საშუალო სიღრმისაა, ნამი გამჭვირვალეა, ფერადი გარსი სტრუქტურირებული, არეები გამჭვირვალეა. თვალის ფსკერიხილური პათოლოგიის გარეშე. ანამნეზშია - დამწვრობა მჟავათი (2წლის წინ). რქოვანას მგრძნობელობა შენახულია.პაციენტი ითხოვს რქოვანას გადანერგვას, მხედველობის სიმახვილის გაუმჯობესების და ძველი პრიფესიით მუშაობის მიზნით. გადაწყდა გაკეთდეს ნაწილობრივი შრეობრივი კერატოპლასტიკა. აუცილებელ ოპერაციამდელ ღონისძიებებს მიეკუთვნება:

434

შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფს გონიოსკოპიისას ორივე თვალში აღმოაჩნდა ახლადწარმოქმნილი სისხლძარღვები ფერადი გარსის ფესვის ზონაში და კორნეოსკლერალური ტრაბეკულების მიდამოში. მხედველობის სიმახვილე 1,0 თვალშიგა წნევა ორივე თვალში მერყეობს 30-35 მმ Hგ-ის ფარგლებში, მხედველობის ველი - ნორმაშია. ცშკს=30 ჰც. ავადმყოფი იწვეთებს 1%-იან პილოკარპინს 2 ჯერ დღეში და ოპტიმოლს 2 ჯერ დღეში, პერიოდულად იღებს დიაკარბს. პაციენტი 40 წლისაა. შაქრიანი დიაბეტით ავადაა 25 წელია. შაქრიანი დიაბეტი საშუალო სიმძიმისაა, კომპენსირებულია, ინსულინდამოკიდებული. ავადმყოფს უნდა ერჩიოს:

435

შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფის გონიოსკოპიისას გამოვლინდა ამოსაცნობი ზონების გამოხატული ეგზოგენური და ენდოგენური პიგმენტაცია. კუთხე საშუალო სიფართისაა, არათანაბარი. მხედველობის სიმახვილე 1,0; თვალშიგა წნევა 30-35 მმ Hგ, მხედველობის ველი ნორმაშია, ცშკს=40 ჰც. თვალის ფსკერზე აღინიშნება დიაბეტური ფლებოპათია, მხედველობის ნერვის დისკოზე სისხლძარღვოვანი კონის გადაადგილება ცხვირის მხარეს. პაციენტი 30 წლისაა. ავადაა შაქრიანი დიაბეტით 20 წელია. შაქრიანი დიაბეტი საშუალო სიმძიმისაა, კომპენსირებული, ინსულინდამოკიდებული. მკურნალობს: პილოკარპინის 1% ხსნარი 3 ჯერ დღეში, ფოსფაკოლის ხსნარით 1 ჯერ დღეში, პერიოდულად იღებს დიაკარბს. ავადმყოფს უნდა ერჩიოს:1). გააძლიეროს მიოტიკური რეჟიმი;2). გაიკეთოს ანტიგლაუკომური ოპერაცია; 3). ლაზერული თერაპია;4). ჩაიტაროს მიზანდასახული მედიკამენტური თერაპიის კურსი;

436

5 წლის ასაკიდან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 15 წლის პაციენტ გოგონას აღენიშნება მხედველობის ნერვის დვრილის და პერიპაპილარული არის ნეოვასკულარიზაცია. ავადმყოფს უნდა:

437

ანგიოპათიის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:1). ჰიპერგლიკემია; 2). ჰიპერმეტროპია;3). კონიუნქტივიტი; 4). სწორია 1 და 2; 5). სწორია 1 და 3.

438

აბსოლუტური ჰიპოგლიკემიისთვის დამახასიათებელია:1). შაქარი სისხლში 5,5 მმოლ/ლ-ზე ქვემოთ;2). შაქარი სისხლში 10 მმოლ/ლზე ზემოთ;3). ქოლესტერინი სისხლში 9-10 მმოლ/ლ; 4). სწორია 2 და 3; 5). სწორია 1 და 3.

439

შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფის თვალის ქსოვილებში მიმდინარე ძირითადი პროცესებია:1). ანთებითი; 2). დეგენერაციული;3). ჰემორაგიული; 4). სწორია 1 და 3; 5). სწორია 2 და 3.

440

შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფის თვალში მიმდინარე ანთებითი პროცესი ლოკალიზდება:1). ბროლში; 2). ფერად გარსში;3). ბადურაში; 4). სწორია 1 და 3; 5). სწორია 2 და 3.

განმარტებები