სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › გასტროენტეროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
გასტროენტეროლოგია სალიცენზიო
ახალგაზრდა პაციენტს, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება წყლულოვანი კოლიტი, განუვითარდა მწვავე ქოლანგიტი, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სიყვითლე და კანის ქავილი. ქოლანგიოგრაფიით დადგინდა სანაღვლე სადინარების გასქელებული კედლები და შევიწროებული სანათური. დაასახელეთ სავარაუდო დიაგნოზი
პაციენტს აღენიშნება ანორექსია, წონაში დაკლება, ცხელება, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, ხშირად სისხლიანი დიარეა. ღვიძლი გადიდებულია და მტკივნეული. სისხლში არის ლეიკოციტოზი, ანემია, ამინოტრანსფერაზების და ტუტე ფოსფატაზას აქტივობა მცირედ გამოხატული. რენტგენოლოგიურად აღინიშნება დიაფრაგმის მაღლა დგომა. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი
პაციენტს, რომელსაც ანამნეზში აქვს მიტრალური სტენოზი, აღენიშნება ჰეპატომეგალია, საუღლე ვენების შებერვა, ქვემო კიდურების შეშუპება, ასციტის მოვლენები. ლაბორატორიული გამოკვლევებით ბილირუბინის დონე მომატებულია სისხლის შრატში და აღინიშნება პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. მიუთითეთ რომელი მონაცემი მიუთითებს შეგუბებითი ჰეპატოპათიის ტრანსფორმაციაზე ღვიძლის ციროზში
მიუთითეთ რა არის მართებული ქრონიკული აუტოიმუნური ჰეპატიტის მიმართ
პაციენტს სავარაუდოდ დაესვა პანკრეასის კიბოს დიაგნოზი. მიუთითეთ რომელია ყველაზე სარწმუნო მეთოდი პანკრეასის კიბოს დიაგნოზის ვერიფიკაციისათვის
ჰეპატოსპლენომეგალიის და მელენის შერწყმა გვაფიქრებინებს
ვილსონ-კონოვალოვის დაავადების დროს ყველა სწორია გარდა ერთისა
პაციენტი, რომელმაც რამოდენიმე თვის წინ გადაიტანა მწვავე ვირუსული ჰეპატიტი, უჩივის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში და ეპიგასრტიუმის მიდამოში. ტკივილის პროვოცირება გამოიწვია ძლიერმა ემოციურმა ტრავმამ. სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია, სისხლსა და შარდში ცვლილებები არ აღინიშნება. რომელია სავარაუდო დიაგნოზი
პაციენტს აღენიშნება ზომიერად გამოხატული სიყვითლე, შარდი გამუქებულია, ისინჯება ზომიერად გადიდებული ღვიძლი. სისხლში დადგინდა ჰიპერბილირუბინემია პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე, ბილირუბინურია და ურობილინურია. განავალში სტერკობილინი დადებითია. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი
პაციენტს, რომელსაც ანამნეზში აქვს შაქრიანი დიაბეტი, მწვავე პიელონეფრიტის დიაგნოზის გამო ჩაუტარდა მკურნალობა ანტიბიოტიკებით. აქტიური მკურნალობის ფონზე პაციენტს დაეწყო ფაღარათი, გამოეხატა მეტეორიზმი და მუცლის ბერვა. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:
პაციენტი უჩივის ფაღარათს, ნაწლავების მოქმედება 8-10-ჯერ ზოგჯერ სისხლის შემცველობით, მოვლითი ხასიათის ტკივილს მუცლის არეში, ტენეზმებს, ტემპერატურის მომატებას - 37,5-38,5 °C-მდე, სახსრების ტკივილს, აირების დაგროვებას, პირის ღრუში გამონაყარს. ანამნეზში აპენდექტომია. სისხლში - ჰიპერქრომული ანემია, მაღალი ედსი, ექოსკოპიით ქოლეცისტოლითიაზი, პროქტოლოგის კონსულტაციით: ანალური ნაპრალი და პერიანალური ფისტულა. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:
პაციენტს ბოლო რამოდენიმე თვეა აქვს საერთო სისუსტე, უმადობა, მზარდი სიყვითლე და ტემპერატურის მომატების ეპიზოდები 38.5°C. 3 კვირის წინ დაეწყო მუდმივი ყრუ ტკივილი წელის არეში, რომელიც ატარებს სარტყლისებურ ხასიათს. გასინჯვისას შინაგანი ორგანოების მხრივ პათოლოგია არ გამოვლინდა. შარდის და სისხლის საერთო ანალიზი – N, ედს-ი 55 მმ/სთ. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:
პაციენტს რამოდენიმე დღეა აღენიშნება ცხელება 38-39°C, დიარეა ზოგჯერ სისხლიანი, სკლერები სუბიქტერული, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ღვიძლი გადიდებულია და პალპაციით მტკივნეული. პალპაციით მტკივნეულია ასევე მარჯვენა ინტერკოსტალური მიდამო. სისხლში გამოხატულია ლეიკოციტოზი, ედს-ი მომატებული. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი
პაციენტი უჩივის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევას, ღებინებას. ანამნეზში ღვიძლის რაიმე დაავადებას არ აღნიშნავს. გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: ჰეპატოსპლენომეგალია, სიყვითლე, ასციტი, ქვედა კიდურების შეშუპება, სისხლში პროთრომბინის დროის გახანგრძლივება,ჰიპერბილირუბინემია, ,,ALT”-ს და ,,AST”-ს აქტივობის მომატება. ახლო წარსულში პაციენტმა მიიღო მუცლის ტრავმა. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:
პაციენტს, რომელსაც ბოლო რამოდენიმე წელია აღენიშნებოდა დისპეფსიური მოვლენები ბოლო 6 თვეა შეეცვალა დაავადების კლინიკური სურათი: დაიკლო წონაში, გაუქრა გულძმარვა და რეგურგიტაცია, გაუჩნდა დისფაგია მკვრივი საკვების მიღებისას. სისხლში აღენიშნება ჰემოგლობინის დაქვეითება და ედს-ის მომატება. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი
პაციენტი აღნიშნავს პროდუქტიული ხველის და სუბფებრილური ტემპერატურის ხშირ ეპიზოდებს. ბოლო რამოდენიმე თვეა მუდმივად აღენიშნება დიარეა ლორწოს და სისხლის გარეშე, მუცლის ტკივილი – ძირითადად ჭიპის ირგვლივ. ტკივილი ხშირად იღებს დიფუზურ ხასიათს. მუცლის ღრუს ექოსკოპიით ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 2 სმ-ით, დადგინდა ღვიძლშიდა და მეზენტერიული ლიმფური კვანძების კალციფიკაცია. ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმის ფარგლებშია, ყურადღებას იპყრობს სისხლში ლიმფოციტების პროცენტული რაოდენობის მომატება და აჩქარებული ედს. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი
პაციენტი აღნიშნავს ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, ტკივილი ხანგრძლივია და ზოგჯერ უკავშირდება საკვების მიღებას. ტკივილი ძლიერდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და მსუბუქდება ვერტიკალური მდგომარეობის მიღებისას. რენტგენოსკოპიით პათოლოგია არ აღმოჩნდა. ეკგზე ცვლილებები ვერ იქნა ნანახი. პულსი ,,P”-80/წუთში, რითმული, ,,T/A” -130/75 მმ.ვწყ.სვ. ამოარჩიეთ სავარაუდო დიაგნოზი