QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › გასტროენტეროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

გასტროენტეროლოგია სალიცენზიო

1337 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

981

მუკოვისციდოზის კლინიკური გამოვლინება შეიძლება იყოს

982

ავადმყოფს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრით ბოლო ხანებში შეეცვალა დაავადების კლინიკური სურათი: გაქრა გულძმარვა და რეგურგიტაცია, გაუჩნდა დისფაგია მკვრივი საკვების მიღებისას, დაეკარგა მადა, დაიწყო გახდომა. სავარაუდო დიაგნოზია

983

32 წლისმამაკაცს 4 წელი ააღენიშნება ყლაპვის გაძნელება. მკვრივი საკვების გადაყლაპვიდან რამდენიმე წამში ეწყებ ასიმძიმის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან. თავდაპირველად ეს იყო იშვიათად, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში კი გახდა მუდმივი. ამავე პერიოდში ავადმყოფს აწუხებს ბუყბუყი მკერდში და ხველა გამოღვიძებისას. გარკვეულ შვებას აძლევს ცოტა წყლის დალევა, თუმცა ზოგჯერ წყალი თვითონ იწვევს ხველას. პაციენტი არ აღნიშნავს მოხრჩობის გრძნობას, დაღლილობას ჭამის დროს, რეგურგიტაციას ცხვირიდან და პირიდან, გულძმარვას, ყელის ტკივილს, კუპრისებრ განავალს. რა მიგაჩნიათ დისფაგიის ყველაზე სავარაუდო მიზეზად?

984

39 წლის მამაკაცს 4 თვეა აწუხებს პერიოდული მწველი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. ტკივილი ეწყება ჭამიდან 1-2 საათის მერე და გრძელდება 30-60 წუთი, ზოგჯერ ირადიაციით მარჯვენა ფერდში. საჭმლის მიღება ტკივილს რამდენადმე ამცირებს. უკანასკნელი პერიოდია ტკივილი ეწყება ღამითაც და თან ახლავს გულისრევა. ანტაციდებით მკურნალობა თავდაპირველად იყო ეფექტური, ამჯერად კი მათი საშუალებით ტკივილის მთლიანი მოხსნა აღარ ხერხდება. ღებინებას და კუპრისებრ განავალს არ აღნიშნავს. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია

985

45 წლის მამაკაცს აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, გართულებული რეტინოპათიით და პერიფერიული ნეიროპათიით. უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში აღენიშნება პროგრესირებადი გულისრევა და პირღებინება. გულისრევა ეწყება ჭამიდან 12 საათის მერე, ამოაღებინებს რა გადაუმუშავებელ საკვებს, იღებს შვებას. პირველივე 2-3 ლუკმის შემდეგ აქვს გადავსების შეგრძნება. დაიკლო წონაში 5 კგ-მდე. ავადმყოფი არის ასთენიური აღნაგობის. წოლით პოზიციაში არტერიული წნევა არის 110/80 მმ. Hგ, პულსი 90 წუთში, წამოდგომისას წნევა კლებულობს 80/50 მმ. Hგ-მდე, ხოლო მაჯისცემა ხშირდება 104-მდე წუთში. მუცელი დაჭიმული არ არის, ღვიძლის ზომები ნორმის ფარგლებშია. მთელ მუცელზე ისმის ნაწლავის ხმიანობა. რექტალური გასინჯვით გამოვლინდა ანალური სფინქტერის ტონუსის დაქვეითება. გრეგერსენის რეაქცია უარყოფითია. ენდოსკოპიური გამოკვლევით საყლაპავის, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის პროქსიმალური ნაწილის ლირწოვანი გარსი პათოლოგიური ნიშნების გარეშეა, ენდოსკოპი თავისუფლად გადის 12-გოჯა ნაწლავში. სცინტიგრაფიული გამოკვლევით დადგინდა მკვრივი საკვებისთვის კუჭის ევაკუატორული ფუნქციის დარღვევა. გულისრევისა და ღებინების ყველაზე სავარაუდო მიზეზია

986

60 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა წონაში დაკლება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პერიოდულად დიარეა, ჰიპოქრომული მიკროციტარული ანემია. ტკივილი ძლიერდება ჭამის მერე. მცირე რაოდენობით საჭმლის მიღებაც კი იწვევს კუჭის გადავსების შეგრძნებას. 25 წლის წინ წყლულიდან სისხლდენის გამო გაკეთებული აქვს ნაწილობრივი გასტრექტომია. წყლულოვანი დაავადება სჭირდა მამასაც. Aვადმყოფი არის ფერმკრთალი, მუცელი ნავისებური ფორმისაა. განავლის რეაქცია ფარულ სისხლდენაზე დადებითია. სავარაუდო დიაგნოზია?

987

48 წლის ქალს 15 თვის განმავლობაში აწუხებდა მუცლის შებერვა ტკივილით, ფაღარათი, სისუსტე, ადვილად დაღლა. ამ პერიოდში დაიკლო 18 კგ. განავალს ჰქონდა მყრალი სუნი, ცუდად ირეცხებოდა წყლით. გასინჯვით რაიმე საყურადღებო ნიშანი არ გამოვლინდა. ღვიძლის, თირკმლის ფუნქციური სინჯების მონაცემები რჩებოდა ნორმის ფარგლებში, რეაქცია განავალში ფარულ სისხლზე იყო უარყოფითი. ნორმალური იყო განავალში ელექტროლიტების შემცველობაც. ყურადღებას იპყრობდა ჰიპოალბუმინემია და ჰიპოქრომულ-მიკროციტარული ანემია, სისხლში რკინის დონის შემცირებით და შრატის მიერ რკინის ათვისების უნარის გაძლიერებით. რენტგენოგრაფიული გამოკვლევისას გამოვლინდა წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნაკეცების გაღარიბება, ხოლო ბიოფსიით ხაოების ატროფია, ლორწოვანი გარსის ლიმფოციტარული ინფილტრაცია, კრიპტები ს დაგრძელება. ექიმის რჩევით პაციენტმა შეწყვიტა გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღება, რის შედეგადაც მოეხსნა ზემოაღნიშნული ჩივილები და დაიწყო წონაში მომატება. 2 წლისთავზე, მიუხედავად დიეტის დაცვისა, კვლავ დაეწყო მუცლის ტკივილი და ფაღარათი, 2 თვეში დაიკლო 10 კგ. მიუთითეთ ყველაზე სავადრუდო დიაგნოზი:

988

47 წლის ქალ საწუხებს მხოლოდ კანის ქავილი უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში. 14 წლის ასაკში გაკეთებული აქვს აპენდექტომია. 2 თვის წინ საშარდე გზების ინფექციის გამო ჩაიტარა მკურნალობა ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლით. ოჯახურ ანამნეზში არ არის მითითება ღვიძლის პათოლოგიაზე. მასაც არ ჰქონია ჰეპატიტი, არ საჭიროებდა ინტრავენურ ინექციებს, არ გაუკეთებია აკოპუნქტურა და ტატუირება. ხანგრძლივი დროი სგანმავლობაში იყო დონორი. ბოლოს სისხლი ჩააბარა 6 თვის წინ. ობიექტურად აღინიშნება სკლერების სუბიქტერობა, ნაკაწრები ფეხებზე, ხელებზე, ზურგზე და მკერდზე. მუცელი რბილია და უმტკივნეულოა. პერიფერიული შეშუპებები არ აღინიშნება, ლიმფური ჯირკვლები გადიდებული არ არის. სისხლში აღმოჩნდა ტუტე ფოსფატაზის მკვეთრი მომატება, ამინოტრანსფერაზების ზომიერი მომატების ფონზე. ულტრასონოგრაფიამ გამოავლინა კონკრემენტების არსებობა ნაღვლის ბუშტში. ღვიძლის, სანაღვლე გზების სანათურის და პანკრეასის ზომები ნორმის ფარგლებშია. ღამით ავადმყოფი გააღვიძა ძლიერმა ტკივილმა მარჯვნივ ფერდქვეშ და გულისრევის შეგრძნებამ. საწოლში უკავია იძულებითი პოზა. ტემპერატურ ააქვს 37.0C, მუცელი ძლიერ დაჭიმულია, მერფის სიმპტომი დადებითია. რა პათოლოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე?

989

მიმღებ განყოფილებაში მოყვანილი 43 წლის მამაკაცი აღნიშნავს უეცრად დაწყებულ მუცლის ტკივილს, რომელიც უკვე 6 საათი გრძელდება. ორჯერ ჰქონდა ღებინება მომწვანო ფერის მცირე ამონაღებით. მეუღლის გადმოცემით პაციენტი უკანასკნელ თვეებში ხშირად სვავდა ლუდს, დღეს კი იყო წვეულებაზე, სადაც ბლომად ჭამა და დალია რამდენიმე კათხა ლუდი. წარსულში მსგავს ტკივილს ან რაიმე მნიშვნელოვან პათოლოგიურ მოვლენას ავადმყოფი უარყოფს. ის წევს ზურგზე, მუხლები აქვს მოხრილი. მწოლიარე მდგომარეობაში არტერიული წნევაა რის 100/60 მმ. . პულსი 82 წუთში, წამოჯდომიდან 2 წუთის შემდეგ კი შესაბამისად 90/60 მმ და 100 წუთში. ნაწლავის ხმიანობა მოისმინება ეპიზოდურად. აღინიშნება მტკივნეულობა და მუცლის კედლის დაჭიმულობა ეპიგასტრიუმის არეში. ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდა სისხლში ამილაზის შემცველობის მომატება (860ერთ/ლ), ხოლო მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიით ნაწლავების მარყუჟების გაგანიერება. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია

990

56 წლის მამაკაცი აღნიშნავს 8 თვეში სხეულის მასის მნიშვნელოვან დაკლებას და ფაფისებურ განავალს. ბოლო 5 წლის განმავლობაში წელიწადში 2-3- ჯერ აქვს დაახლოვებით ერთი-ორი კვირის ხანგრძლივობით ტკივილი მუცელში, ზურგში ირადიაციით. მადა აქვს კარგი, დიეტას არ იცავს, წამლობას არ იტარებს. ცოლ-შვილიანია, მუშაობს ფირმაში, 20 წელია ეწევა ყოველდღიურად ერთ კოლოფ სიგარეტს, ჩვევად აქვს სადილზე თითო ჭიქა ღვინის დალევა, დასვენების დღეებში კი 5-6 კათხა ლუდის სმა. მამა გარდაეცვალა გულის დაავადებით. გასინჯვით: ლიმფური კვანძები არ ისინჯება, გულისა და ფილტვების მხრივ საყურადღებო ცვლილებები არ აღენიშნება, მუცელი რბილია, ღვიძლი ოდნავ გადიდებულია სადა ზედაპირით, ელენთა არ ისინჯება. ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდა ჰიპოალბუმინემია, მაკროციტარული ანემია, თრომბოციტოპენია, სისხლში ამინოტრანსფერაზების ზომიერად მომატების ფონზე შეფარდება ,,ALT/AST” = 5 ულტრასონოგრაფიით დადგინდა ღვიძლის ექოგენობის დიფუზური ცვლილებები, რეტროგრადული ქოლეცისტოპანკრეატოგრაფიით - “მძივის“ სინდრომი. წარმოდგენილ პათოლოგიურ სიმპტომო- კომპლექსთან დაკავშირებით რა დამატებითი საკითხებია დასაზუსტებელი პაციენტთან?

991

40 წლის ქალს განუვითარდა სიყვითლე. ანამნეზში არ აღინიშნება კონტაქტი ჰეპატიტით დაავადებულთან, ყოფნა უცხოეთში, ინექციები, სისხლის გადასხმა და ალკოჰოლური სასმელების მიღება. წელიწადნახევარია აწუხებს მზარდი ქავილი. საერთო ცილაა 85 გრ/ლ, ალბუმინი 28 გრ/ლ, ჯამური ბილირუბინი 340 მკმოლ/ლ (ნორმა< 20 მკმოლ/ლ), ტუტე ფოსფატაზა 522 სე/ლ (ნორმაა 30-90 სე/ლ), ასტ 98 სე/ლ (ნორმაა 10-50 მე/ლ), გგტ 242 სე/ლ (ნორმაა< 60 მე/ლ). ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია?

992

30 წლის მამაკაცი მოყვანილი იქნა მიმღებ განყოფილებაში სისხლის შემცველი ღებინებით. ანამნეზიის თანახმად, ავადმყოფმა საღამოს განმავლობაში მიიღო დიდი რაოდენობით ალკოჰოლი და რამდენჯერმე აღებინა, სანამ დაეწყებოდა სისხლდენა, რომელიც 1 საათია გრძელდება. ამ მდგომარეობის სავარაუდო მიზეზებია:

993

60 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა წონაში დაკლება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, პერიოდულად დიარეა, ჰიპოქრომული მიკროციტარული ანემია. ტკივილი ძლიერდება ჭამის მერე. მცირე რაოდენობით საჭმლის მიღებაც კი იწვევს კუჭის გადავსების შეგრძნებას. 25 წლის წინ წყლულიდან სისხლდენის გამო გაკეთებული აქვს ნაწილობრივი გასტრექტომია. წყლულოვანი დაავადება სჭირდა მამასაც. Aვადმყოფი არის ფერმკრთალი, მუცელი ნავისებური ფორმისაა. განავლის რეაქცია ფარულ სისხლდენაზე დადებითია. სავარაუდო დიაგნოზია?

994

52 წლის მამაკაცს სამუშაოზე ყოფნისას უეცრად დაეწყო გულისრევა, რის შემდეგაც 4 საათის განმავლიბაში სამჯერ ჰქონდა ღებინება ალისფერი სისხლით. მიმღებ განყოფილებაში დეფეკაცია იყო კუპრისებრი განავალით. აწუხებს თავბრუსხვევა. მუცლის ტკივილს არ უჩივის. ადრე გულძმარვის გამო იღებდა ანტაციდებს. იშვიათად თავის ტკივილისთვის გამოუყენებია ასპირინი. უყვარდა ლიქიორის სმა, თუმცა 3 წელია ალკოჰოლური სასმელი არ დაულევია. 30 წელია ყოველდღიურად ეწევა თითო კოლოფ სიგარეტს. გაკეთებული აქვს აპენდექტომია და ჰემოროიდალური კვანძების ექტომია. მიმღებში მოხვედრისას ავადმყოფს აღენიშნა არტერიული ჰიპოტონია ორთოსტატური დაქვეითებით და შოკი. სისხლში ალბუმინების შემცველობა და პროთრომბინის დრო ნორმის ფარგლებშია. აღინიშნება თრომბოციტოპენია, ენდოსკოპიური გამოკვლევით საყლაპავის ლორწოვანი გარსი უცვლელია, დიდი რაოდენობით სისხლი აღმოჩნდა კუჭის პროქსიმალურ ნაწილში. ანტრალური ნაწილის და 12- გოჯა ნაწლავის შეუცვლელი ლორწოვანი გარსი დაფარულია სისხლით. სისხლდენის მიზეზი იყო კუჭის ფსკერზე არსებული ვარიკოზული სისხლძარღვი. რენტგენოგრაფიით პანკრეასის დონეზე გამოვლენილი იქნა დიფუზური წვრილი კალციფიკატები. რა შეიძლება იყოს სისხლდენის ყველაზე სავარაუდო მიზეზი?

995

ავადმყოფი მამაკაცი, 60 წლის, აღნიშნავს ყლაპვის გაძნელებას მყარი საკვების მიღებისას, რომელიც დაეწყო 8 თვის წინ, გახდომას, უმადობას. 2 დღის წინ საკვების მიღებისთანავე დაეწყო რეგურგიტაცია და ამოღებულ საკვებში შენიშნა სისხლი, რის გამოც მიმართა კლინიკას. რენტგენოგრამაზე ჩანს ავსების დეფექტი. გამოკვლევის შემდგომი ეტაპია:

996

28 წლის ავადმყოფი ქალი აღნიშნავს ხშირ დიარეას და მუცლის ტკივილს. ანამნეზიდან ირკვევა, რომ შეტევების სიხშირემ და ინტენსიურობამ მოიმატა უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, კუჭის მოქმედება გახშირდა 10 - მდე დღეში. შეტევებს ხშირად თან ახლავს ტემპერატურის მომატება. პალპაციით ისინჯება მგრძნობიარე მკვრივი ინფილტრატი მუცლის მარჯვენა ქვემო კვადრატში. ანალური არის დათვალიერებისას აღმოჩნდა პერიანალური ფისტულა. რენტგენოგრაფიით ჩანს რამდენიმე ადგილას სტენოზირებული თეძოს ნაწლავი. მუცლის მარჯვენა ქვემო კვადრატში კონგლომერატი, შექმნილი თეძოს ნაწლავის მარყუჟებით და მარყუჟებს შორის არსებული ფისტულებით. სავარაუდო დიაგნოზია:

997

55 წლის ავადმყოფი ქალი აღნიშნავს დიარეას, განავალში სისხლისა და ლორწოს მინარევებით, ტკივილს მარცხენა ფერდქვეშა არეში. პალპაციით მსხვილი ნაწლავის პროექცია მტკივნეულია. განავლიში დიდი რაოდენობით სისხლი და ჩირქია. პათოგენური მიკროორგანიზმები არ აღმოჩნდა. სისხლში - ჰიპოქრომული ანემია, ლეიკოციტოზი, ედს - 25 მმ/ სთ. სავარაუდო დიაგნოზია:

998

45 წლის ალკოჰოლიკი მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში ძლიერი ტკივილით მუცლისა რეში ირადიაციით წელში. აქვს ღებინება, რომელიც შვებას არ ანიჭებს. ავადმყოფი გაფითრებულია, შუბლზე ცივიოფლით. ტემპერატურა მომატებულია, მუცელი რბილია. საეჭვოა მწვავე პანკრეატიტი. ლაბორატორიული გამოკვლევებით ეს დადასტურდება ყველა ვემოთჩამოთვლილით, გარდა ერთისა:

999

38 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში ტრემორითა და ტრანსამინაზების ოდნავ მომატებული მაჩვენებლებით. ცერულოპლაზმინის დონე სისხლში, და შარდით სპილენძის ექსეკრეცია ნორმის ფარგლებშია. თვალის რქოვანაზე კაიზერ - ფლეიშნერის რგოლი არ აღინიშნება. რა დამატებითი გამოკვლევა უნდ აჩატარდეს, რომ გამოირიცხოს ვილსონის დაავადება?

1000

23 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში მხოლოდ ჰიპერბილირუბინემიის გამო :საერთო ბილირუბინი -3,1 მგ/ლ, პირდაპი რიბილირუბინი - 0,4 მგ/ლ. სავარაუდო დიაგნოზია:

განმარტებები