სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია, კურორტოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია, კურორტოლოგია სალიცენზიო
შეიძლება თუ არა მატრენირებელი თერაპიის ჩატარება, თუ გულის ტონების გაძლიერებულია
დასაშვებია თუ არა ფიზიკური ვარჯიშების გაგრძელება, თუ ეკგ-ზე, მარჯვენა განხრებში, მარჯვენა ფეხის ბლოკადის დროს წარმოიშვება „Q” კბილი
ავადმყოფი - 45 წლის მამაკაცი, თერაპიულ განყოფილებაში შემოვიდა ჩივილებით: მოჭერითი ხასიათის ტკივილით გულის არეში, რომელსაც ნიტროგლიცერინი არ ხსნის; ეკგ-ზე აღინიშნება ღრმა „Q” კბილი, „ST” სეგმენტის ცდომით იზოხაზიდან ზემოთ III და „AVF” განხრებში; ექსტრასისტოლური არიტმიით; ფილტვების ქვემო წილებში სველი ხიხინი; გულმკერდის რენტგენოგრამაზე გულის ზომები ნორმის ფარგლებში, ჰილუსები უმნიშვნელოდ გაფართოებული (უკანა დიაფრაგმალური ინფარქტი), რა ვარჯიშებია დასაშვები მესამე დღიდან
ავადმყოფი, 50 წლის მამაკაცი უჩივის ქოშინს, უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროს გაძნელებული ამოსუნთქვით. ანამნეზში აქტიური მწეველი, ინსპექციით კასრისებრი გულმკერდი, მხრები ოდნავ აწეული, ნესტოები გაფართოებული; პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა; აუსკულტაციით შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა, რომელი ვარჯიშებია ნაჩვენები
ავადმყოფი 54 წლის, პერიოდულად აწუხებს სუნთქვის უკმარისობა, ძლიერი შეტევითი ხასიათის ქოშინი ღამით, გულის ფრიალი, ავადაა ესენციური ჰიპერტენზიით 8 წელია. ობიექტურად: ავადმყოფი იმყოფება იძულებით მდგომარეობაში, ზემო კიდურებით ეყრდნობა მუხლებს, გამოხატულია ციანოზი, სუნთქვა ზერელე 30 ერთ წუთში, ფილტვების ქვემო წილებში მოისმონება მრავლობითი წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი, გულის ტონები მოყრუებული, მაჯა 115 წუთში, არტერიული წნევა 180/110-ზე ჰიპერტონული დაავადების მესამე სტადია გულის უკმარისობა, კარდიალური ასთმა, რომელი სამკურნალო ვარჯიშებია ნაჩვენები
რა მეთოდი გამოიყენება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს რაიტთერაპიის პროცედურაში ფიზიკური დატვირთვის პროგრამის ზუსტი რეალიზაციის მიზნით
რომელი მეთოდით ხდება ფიზიკურ დატვირთვებზე ტოლერანტობის განსაზღვრა მხოლოდ გულის ცემის სიხშირის - „კრიტიკული პულსის„- საშუალებით
რომელ ქვეყანაში იქნა გამოყენებული პირველად რაიტთერაპია გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს
რა ძირითადი ამოცანებს ისახავს ფიზიკური ვარჯიშები ჰიპერტონული დაავადების დროს
რომელი ვარჯიშები ითვლება სპეციალურ ვარჯიშებად ჰიპერტონული დაავადების I - II სტადიების (ჯანმოს კლასიფიკაციით) დროს
რაში მდგომარეობს ვარჯიშები რელაქსაციაზე ჰიპერტონული დაავადების დროს
რა მიზანს ემსახურება ვარჯიშები რელაქსაციაზე ჰიპერტონული დაავადების დროს
რომელი მექანიზმებია წამყვანი ჰიპერტონული დაავადების დროს
არტერიული ჰიპერტენზიის ხელშეწყობ ფაქტორებს არ მიეკუთვნება
როგორ უნდა იყოს განაწილებული ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმზე სამკურნალო ტანვარჯიშის პროცედურაში ჰიპერტონული დაავადების დროს
როგორი ფიზიკური ვარჯიშები გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების დროს
რა ტიპის სამკურნალო ვარჯიშები გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების დროს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის სტიმულაციისათვის
რომელი ფიზიკური ვარჯიშები ტარდება სამკურნალო ტანვარჯიშის პროცედურაში ჰიპერტონული დაავადების დროს ემოციური ფონის შესაქმნელად
რა მექანიზმი განაპირობებს არტერიულ ჰიპოტონიას
რაში მდგომარეობს სამკურნალო ტანვარჯიშის მეთოდიკის თავისებურება ჰიპოტონური დაავადების ატონიური ფორმის დროს