QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1821

მეზენტერული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობა შეიძლება განვითარდეს, როგორც გართულება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებისა, გარდა:

1822

მეზენტერული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობის დროს ოპერაციული ჩარევის მიზანს არ წარმოადგენს:

1823

ქვემოთ ჩამოთვლილი თავისებურებებიდან საყლაპავის კიბოს წვრილუჯრედოვანი ფორმისთვის დამახასიათებელია:

1824

სიმსივნის საყლაპავის გულმკერდის ნაწილის შუა მესამედში ლოკალიზაციისას მეტასტაზირება არ ხდება:

1825

საყლაპავის კიბოს იშვიათ კლინიკურ გამოვლინებას მიეკუთვნება:

1826

ავადმყოფი საყლაპავის კიბოს დროს ითვლება ინოპერაბელურად ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო, გარდა:

1827

დიაფრაგმული თიაქრის დამახასიათებელ სიმპტომს არ მიეკუთვნება:

1828

ჩამოთვლილი დებულებებიდან, რომლებიც ეხება დიაფრაგმული თიაქრის მკურნალობას, არასწორია:

1829

დიაფრაგმის საყლაპავი მილის ხვრელის დაცურებული თიაქრის და კარდიის უკმარისობის რენტგენოლოგიურ ნიშანს არ მიეკუთვნება:

1830

დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარის ენდოსკოპიური სურათი ხასიათდება

1831

გაურთულებელი მუცლის გარეთა თიაქრის ელემენტებს არ მიეკუთვნება:

1832

რიხტერის ტიპის ჩაჭედვისთვის დამახასიათებელია:

1833

თიაქრის პარკში ნაწლავის ჩაჭედვის ადრეულ ნიშანს არ მიეკუთვნება:

1834

ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია არასწორი? ჩაჭედილი თიაქარისგან განსხვავებით კოპროსტაზის დროს:

1835

ჩაჭედილი თიაქრის ჩაბრუნების მცდელობა დასაშვებია თუ ჩაჭედვის მომენტიდან გასულია არა უმეტეს ორი საათისა:

1836

საზარდულის ირიბი თიაქარი სწორისგან განსხვავებით:

1837

ჰიდროცელესთვის საზარდულის ჩაუსწორებელი თიაქრისგან განსხვავებით დამახასიათებელია:

1838

ბარძაყის რგოლის საზღვრებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

1839

თიაქარკვეთის დროს თუ გამოვლინდა ნაწლავის მარყუჟის არასიცოცხლისუნარიანობა, მაშინ ნაწლავის გამტანი ნაწილი უნდა იქნეს რეზეცირებული, ნეკროზის ხილული საზღვრიდან

1840

ხანშიშესული ავადმყოფის თიაქარის ჩაჭედვის დროს, რომელმაც ახლო წარსულში გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი, ტაქტიკა ითვალისწინებს

განმარტებები