სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
10 წლის გოგონას, რომელიც სიმაღლით ასაკობრივ ნორმას აღემატება, გონებრივი განვითარებით ასაკს შეესაბამება და ხმარობს სათვალეს მიოპიის გამო, ფიზიკური გამოკვლევისას აღმოაჩნდა ჰიპერმობილური სახსრები და მოსმენით გულზე სისტოლური შუილი. თქვენი სავარაუდო დიაგნოზი:
ეროვნული კალენდრის მიხედვით რომელ ასაკში ხდება დიფტერიაყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინაცია და რევაქცინაცია?
მარფანის სინდრომის სავარაუდო, სიცოცხლისათვის საშიში გართულებაა:
ჩამოთვლი მიზეზებიდან რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი ვაქცინაციის გადავადება?
6 წლის ბიჭუნა ბრონქული ასთმის შეტევით მოიყვანეს მიმღებ განყოფილებაში. პირველი შეტევა ბავშვს ჰქონდა 1 წლის წინ და უმეორდებოდა დაახლოებით თვეში ერთხელ. გასინჯვით: სუნთქვის სიხშირე წთ-ში 46', სუნთქაში დამხმარე მუსკულტურის აქტიური მონაწილეობით, მოსმენით ფილტვებში ორივე მხარეს მრავლობითი მსტვენავი ხიხინი. შეარჩიეთ მკურნალობის ტაქტიკა:
ბაღში თამაშის დროს 2 წლის გოგონამ უცებ დაიწყო ძლიერი ტირილი, რამოდენიმე წუთში გაუსივდა ქვედა ტუჩი, დაიწყო ხველა, გაუძნელდა სუნთქვა, რის გამოც მოიყვანეს კლინიკაში. შეარჩიეთ სავარაუდო დიაგნოზი და მკურნალობის ტაქტიკა:
პირველი იმუნიზაციიდან 8 სთ-ში ჩვილს აუწია სიცხემ 39,9C-დე, გაღიზიანდა, განუწყვეტლივ ტირის. გასინჯვით გული, ფილტვები და მუცელი პათოლოგიის გარეშე. ლოკალური პათოლოგია არ ვლინდება. შეარჩიეთ ექიმის ტაქტიკა.
რომელი მიზეზი არ იწვევს ვიტამინ B12 და ფოლის მჟავას დეფიციტს ბავშვთა ასაკში?
ჰემოგლობინურია ვითარდება:
რომელი ანემია რთულდება ყველაზე ხშირად ჰემოსიდეროზით?
რომელი კლინიკური ნიშანი ახასიათებს თანდაყოლილ სფეროციტულ ანემიას?
მკურნალობის რა მეთოდი გამოიყენება თანდაყოლილი სფეროციტული ანემიის დროს?
რომელი კლინიკური ნიშანი ახასიათებს დიდ თალასემიას?
პერიფერიული სისხლის მაჩვენებლებიდან დიდი თალასემიის დროს ყურადღებას იპყრობს:
დიდი თალასემიის მკურნალობაში არ გამოიყენება:
რომელი მახასიათებელი გვაფიქრებინებს თანდაყოლილი ჰიპოაპლაპზიური ანემიის არსებობაზე?
რომელი დაავადება მიმდინარეობს მაღალი რეტიკულოციტოზით პერიფერიულ სისხლში?
რა საშუალებები გამოიყენება იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის მკურნალობაში?
ინფუზური თერაპიის რა საშუალებას ვიყენებთ A ჰემოფილიის დროს?
ლეიკოზის რომელი ფორმა გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში?