QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1581

მიმღებ განყოფილებაში შემოვიდა 9 წლის გოგონა 10 დღის ანამნეზით. დაავადება დაეწყო მუცლის ტკივილით, დიარეით და ღებინებით. დილით გაეღვიძა მასიური შეშუპებებით მთელ სხეულზე, რის გამოც მოიყვანეს კლინიკაში. გასინჯვით არტერიული წნევა 100/70, გულისცემის სიხშირე წთ-ში 120', შარდში მძიმე პროტეინურია. სავარაუდო დიაგნოზია:

1582

10 წლის ბიჭმა ავტოავარიის შედეგად დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. ავარიიდან მე- 3 დღეს მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა - დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი, დაებინდა ცნობიერება, პირიდან გაუჩნდა ამიაკის სუნი, შარდის სადღეღამისო რაოდენობა გახდა 100 მლ. შარდის ანალიზით - ჰიპოიზოსტენურია, პროტეინურია. სავარაუდოდიგნოზია:

1583

18 წლის ამილოიდოზით დაავადებულ მოზარდს დაეწყო პირის სიმშრალე და წყალზე მოთხოვნილება გაეზარდა, რასაც მოჰყვა შარდის რაოდენობის გაზრდა, განსაკუთრებით ღამის საათებში. მოზარდი დასუსტდა, დაეწყო თავის ტკივილი და ძილიანობა. სავარაუდო დიაგნოზია:

1584

შარდის ფერის და მისი გამომწვევი მიზეზების ურთიერთდამოკიდებულებიდან რომელი არ შეესაბამება სიმართლეს:

1585

6 წლის ბიჭი დედამ მიიყვანა პედიატრთან ყოველწლიურ გამოკვლევაზე. აღმოჩნდა, რომ ბავშვი (კვირაში 2-3-ჯერ) აგრძელებს ღამით ლოგინის დასველებას, თუმცა დღის მანძილზე შარდვას აკონტროლებს. ფიზიკური გამოკვლევით აღენიშნება ზრდა-განვითარებაში მცირედი შეფერხება. სხვამხრივ ბავშვს პრობლემები არ აქვს. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:

1586

6 წლის ბიჭი დედამ მიიყვანა პედიატრთან ყოველწლიურ გამოკვლევაზე. აღმოჩნდა, რომ ბავშვი (კვირაში 2-3-ჯერ) აგრძელებს ღამით ლოგინის დასველებას, თუმცა დღის მანძილზე შარდვას აკონტროლებს. ფიზიკური გამოკვლევით აღენიშნება ზრდა-განვითარებაში მცირედი შეფერხება. სხვა მხრივ ბავშვს პრობლემები არ აქვს. რა აუცილებელი გამოკვლევაა ჩასატარებელი?

1587

თანდაყოლილ ჰიპოთირეოზს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან არ ახასიათებს:

1588

რომელი კლინიკური ნიშანი არ ახასიათებს პრადერ-ვილის სინდრომს:

1589

თირკმლისზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა არ ვლინდება:

1590

რომელი დებულებაა მართებული ადრენოგენიტალურ სინდრომთან დაკავშირებით?

1591

4 დღის გოგონას, რომელიც იმყოფება ხელოვნურ კვებაზე, დაეწყო ღებინება და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. ვიზუალურად გამოხატულია ზომიერი დეჰიდრატაცია. დახედვით კლიტორი დიდი ზომის , სასირცხო ბაგეები შეერთებული. იონოგრამაზე - პლაზმის ნატრიუმი 110 mEq/L, 7,2 კალიუმი - mEq/L, ნარჩენი აზოტი 32 მგ /დლ. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:

1592

ქვემოთჩამოთვლილი ყველა კლინიკური ნიშანი პათოგნომურია თანდაყოლილი ჰიპოთირეოიდიზმისთვის, გარდა:

1593

რომელი ჰიპოვიტამინოზი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას, ჰიპერკერატოზს, კონიუქტივისა და რქოვანას სიმშრალეს?

1594

რა არის ჰიპოსტატურის ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში?

1595

5 თვის გოგონას დედამ მიმართა პედიატრს შემდეგი ჩივილებით: ბავშვი უხალისოა, გაღიზიანებული, შეხებაზე კრთის და ტირის, ცუდად სძინავს, ძილში კრთება, ძლიერ ოფლიანობს, ძილის შემდეგ ბალიშზე რჩება თმა. თქვენი სავარაუდო დიგნოზი:

1596

ცილოვანი ცვლის მოშლის რომელი ფორმა მიესადაგება მითითებულ პათოლოგიას?

1597

3 წლის ბავშვს, ზრდაში ჩამორჩენით და შრატში ანტიგლუტენ „IgA"- ის ანტისხეულებით, სავარაუდოა რომ ქონდეს:

1598

რომელი ქვემოთმოყვანილია ბავშვებში გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი:

1599

ბავშვის ყოველდღიურ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას წყალზე ვანგარიშობთ შემდეგნაირად:

1600

გალაქტოზემიის კლინიკური გამოვლინებებია:

განმარტებები