სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ტკივილი მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში არ შეიძლება იყოს განპირობებული:
მარჯვენა ილეოცეკალურ არეში ტკივილი არ უკავშირდება:
უკანა ტანის არეში ტკივილს არ იწვევს:
ღვიძლის და ნაწლავის გზების პათოლოგიას ახასიათებს ტკივილის ირადიაცია:
ალისფერი სისხლი პირნაღებ მასაში არ არის განპირობებული სისხლდენით:
პანკრეატიტის სადიაგნოსტიკოდ ყველაზე ინფორმატიულია:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პარაზიტული დაავადებების (პელმინთოზების) სადიაგნოსტიკოდ ყველაზე ინფორმაციულია
ენტერობიოზის გამოვლინების ძირითადი სიმპტომია:
პილოროსტენოზულ ღებინებას ახასიათებს:
გასტრიტის სადიაგნოსტიკოდ ყველაზე მეტად ინფორმაციულია:
6 წლის ბიჭი, ღებინებით, ჭიპისა და ეპიგასტრიუმის არეში მწვავე ტკივილით და 380C ტემპერატურით, შეიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში. შემოყვანამდე 2 კვირით ადრე მიღებული აქვს მუცლის ტრავმა. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
6 წლის ბიჭი, ღებინებით, ჭიპისა და ეპიგასტრიუმის არეში მწვავე ტკივილით და 38C ტემპერატურით, შეიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში. შემოყვანამდე 2 კვირით ადრე მიღებული აქვს მუცლის ტრავმა. რა გამოკვლევებს ჩაუტარებთ ავადმყოფს დიაგნოზის დასაზუსტებლად?
მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:
4 თვის ჩვილი შემოიყვანეს მიმღებ განყოფილებაში ლეთარგიულ მდგომარეობაში, ანამნეზში 2 დღის ღებინებით და დიარეით. ობიექტურად კიდურები ცივი, კანი და ტუჩების ლორწოვნი გარსები მშრალი, ყიფლიბანდი ჩავარდნილი, პულსი -ძაფისებური, კაპილარული ავსების დრო 3 წმ. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
4 თვის ჩვილი შემოიყვანეს მიმღებ განყოფილებაში ლეთარგიულ მდგომარეობაში, ანამნეზში 2 დღის ღებინებით და დიარეით. ობიექტურად კიდურები ცივი, კანი და ტუჩების ლორწოვნი გარსები მშრალი, ყიფლიბანდი ჩავარდნილი, პულსი - ძაფისებური, კაპილარული ავსების დრო 3 წმ. მდგომარეობის სწორი მართვის პირველი ნაბიჯია:
3 თვის ბავშვი მოთავსდა ჰოსპიტალში შეუპოვარი ღებინების და წონაში მატების შეფერხების გამო. აღებინებს დაახლოებით 1 თვის ასაკიდან. თავდაპირველად ღებინება იყო შადრევანისებური, თითქმის ყოველი კვების შემდეგ. 2 თვის ასაკიდან ღებინების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ბვშვმა წონაში მატება შეაჩერა. მუცლის პალპაციით მარჯვენა, ზემო კვადრატში აღენიშნება თითისტარისებრი შემსხვილება. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
2 თვის ბავშვი მოთავსდა ჰოსპიტალში შეუპოვარი ღებინების და წონაში მატების შეფერხების გამო. აღებინებს დაახლოებით 1 თვის ასაკიდან. თავდაპირველად ღებინება იყო შადრევანისებური, თითქმის ყოველი კვების შემდეგ. 2 თვის ასაკიდან ღებინების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ბვშვმა წონაში მატება შეაჩერა. მუცლის პალპაციით მარჯვენა, ზემო კვადრატში აღენიშნება თითისტარისებრი შემსხვილება. როგორია მოცემული ავადმყოფის მკურნალობის ტაქტიკა?
ბავშვის ქრონიკული ტირილით შეწუხებულმა 3 თვის გოგონას დედამ მიმართა პედიატრს. დაახლოებით 1 თვეა საღამოობით ბავშვი ტირის განწირული ხმით, რამოდენიმე საათის განმავლობაში. ტირილის დროს ჭიმავს ფეხებს, როგორც მუცლის ტკივილის დროს. როგორი უნდა იყოს ექიმის ტაქტიკა?
ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნებიდან რა არ ახასიათებს მალაბსორბციის სინდრომს?
დედამ პედიატრთან მიიყვანა 8 კვირის ჩვილი, რომელიც ბოლო 4 კვირაა „შეუჩერებლად ტირის“. ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა და ყოველი კვების შემდეგ აქვს ხმამაღალი ბოყინი. ბავშვს არ აღენიშნება დიარეა და ყაბზობა. წონაში იმატებს კარგად. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია: