QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1501

აორტის ანევრიზმა დამახასიათებელია:

1502

5 წლის ვაჟს დაავადება დაეწყო მრავლობითი წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევებით, რომელიც სიმეტრიულად ლოკალიზდებოდა წვივებზე და დუნდულოების არეში, შემდგომ დღეებში გამოიხატა ართრალგია და მუცლის ტკივილი. რომელ დაავადებაზე უნდა ვიფიქროთ:

1503

სისტემური წითელი მგლურას დიაგნოსტიკური კრიტერიუმი არ არის:

1504

რევმატოიდულ პოლიართრიტს ახასიათებს:

1505

3 წლის ბიჭი, ლურჯი, დოლისებური თითებით და მინისებური ფრჩხილებით, დაღლილობის დროს იღებს მუხლ-იდაყვის პოზიციას. დედის გადმოცემით ციანოზის გაძლიერებას თან ახლავს ცნობიერების დაკარგვა. გულის აუსკულტაციით ისმის სისტოლური შუილი. სავარაუდო დიაგნოზია:

1506

4 წლის ბავშვის რიგითი სამეთვალყურეო გასინჯვისას პედიატრმა გულის მწვერვალზე მოისმინა სისტოლური შუილი, რომელიც ძლიერდება მწოლიარე მდგომარეობაში, ხოლო ვერტიკალურ პოზიციაში თითქმის არ ისმის. სხვა მხრივ ბავშვს ჩივილები არ აქვს. ზრდა-განვითარებით შეესაბამება ასაკს. რა ტიპის შუილთან გვაქვს საქმე?

1507

ფეტალური სისხლის მიმოქცევიდან ნაყოფის სისხლის მიმოქცევად გარდაქმნის ფაქტორებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

1508

გულის შუილის ფაზობრიობა სხვადასხვა მანკებთან მიმართებაში სწორია, გარდა:

1509

16 წლის მოზარდს, ხშირი ყელის ტკივილით და ცხელების ანამნეზით, დაეწყო მფრინავი ხასიათის ტკივილი სახსრებში. აუსკულტაციით გულის მწვერვალზე ისმის სისტოლური შუილი, რომელიც გადაეცემა იღლიისკენ, ფილტვებში ორივე მხარეს მოისმინება სველი ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია:

1510

უფროსი ასაკის ბავშვებში აორტის კოარქტაციით რომელი გამოვლინებაა უფრო მეტად დამახასიათებელი?

1511

დაბადებისთანავე ახალშობილის ციანოზი შეიძლება დაკავშირებული იყოს ყველა ქვემოთჩამოთვლილთაგან, გარდა:

1512

რომელ ქვემოთ ჩამოთვლილ გულის თანდაყოლილი მანკს ახასიათებს ეწ, “ჰიპოქსიური კრიზები “ შეტევითი ქოშინი და ციანოზი?

1513

თანდაყოლილი მანკებიდან რომელი მიმდინარეობს ციანოზის გარეშე?

1514

ქვემოთ ჩამოთვლილი კვლევებიდან რომელია უფრო მეტად მნიშვნელოვანი ქვემწვავე სეპტიური ენდოკარდიტის დიაგნოზის დასასმელად:

1515

იუვენილური რევმატოიდულ არტთრიტისთვის დამახასიათებელია:

1516

სახსრების რევმატიული დაზიანების დროს აღინიშნება:

1517

იუვენილური იდიოპათური ართრიტის ქვეტიპებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება:

1518

3 წლის ვაჟთან მკერდის ძვალთან, მარცხნივ II ნეკნთაშუა არეში მოისმინება ტლანქი სისტოლურ-დიასტოლური შუილი, ფილტვის არტერიაზე - II ტონის აქცენტი. სავარაუდო დიაგნოზია:

1519

14 წლის მოზარდს (ანამნეზში გულის თანდაყოლილი მანკით) ღამით გაეღვიძა შეტევითი ხველით, მოხრჩობის გრძნობით და ჰაერის უკმარისობით. ობიექტურად სუნთქვა გახშირებულია, პულსი აჩქარებული. მოსმენით გულის ტონები მოყრუებულია, ფილტვებში ორივე მხარეს ისმის მრავლობითი სველი ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია:

1520

1,5 წლის ბავშვი, რომელმაც 10 დღის წინ იავადმყოფა რესპირაციული ინფექციით, შემოიყვანეს მიმღებ განყოფილებაში. ბავშვი შეშინებულია, გამოხატულია თითების ციანოზი, თავზე ოფლი, ფეხები შეშუპებული. პულსი მკვეთრად აჩქარებული, სუნთქვა გახშირებული, გულის ტონები მოყრუებული. სავარაუდო დიაგნოზია:

განმარტებები