QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1381

სამი თვის ბავშვის დათვალიერებისას საერთო პრაქტიკის ექიმმა ყურადღება მიაქცია, რომ პაციენტს აღენიშნებოდა: გაძლიერებული ოფლიანობა, კეფის არეში გამელოტება, თავის ქალის ძვლების დარბილება, ასევე დიდი ზომის ყიფლიბანდი. ექიმის ტაქტიკა:

1382

ახალშობილის აპგარის შკალით შესაფასებელი კრიტერიუმები:

1383

ჯანმრთელი ახალშობილის მოვლის პრინციპები ითვალისწინებს ყველა ქვემოთჩამოთვლილს, გარდა:

1384

ახალშობილებს სამშობიარო სახლში უტარდებათ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პროფილაქტიკური ღონისძიება, გარდა:

1385

დაბადებიდან 1 საათში დედა-ახალშობილის კანი-კანთანკონტაქტი ხელს უწყობს ყველა ქვემოთჩამოთვლილს გარდა ?

1386

დროული ახალშობილის წონის ფიზიოლოგიური კლების ნიშნებია ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა:

1387

9 დღის ბიჭს, სარძევე ჯირკვლების არე გაუმაგრდა. პალპაციით ჯირკვლები გამაგრებულია, კაკლის ზომის, ზეწოლით გამოიყოფა თეთრი ფერის სითხე. სათესლე პარკები მუქი ყავისფერია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:

1388

სამშობიაროდან გაწერის მე-2 დღეს ახალშობილს სახეზე, თავზე და დუნდულოებზე გაუჩნდა ერითემატოზული და პაპულო-ვეზიკულური გამონაყარი. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:

1389

ნეონატალური პერიოდი გრძელდება:

1390

ახალშობილთა ტოქსიურ ერითემას ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

1391

12 დღის დროული ახალშობილი, ინტენსიური ღებინებით მოთავსდა ახლშობილთა რენიმაციის განყოფილებაში. ავადმყოფს აღენიშნება კანის და ლორწოვანი გარსების ინტენსიური სიყვითლე. გასინჯვით, მკვრივი კონსისტენციის ღვიძლი, სცილდება ნეკნთა რკალს 3 სმ-ით. მუქი ფერის შარდი გამოიყოფა მცირე რაოდენობით. განავალი - უფერო. სისხლში გამოხატულია ჰიპერბილირუბინემია, პირდაპირი, ბილირუბინის ხარჯზე. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:

1392

30 კვირის გესტაციის, ჯანმრთელი ახალშობილი გაჩნდა ბინაზე სწრაფი მშობიარობის გამო. დაბადებიდან მე-3 დღეს დედამ ბავშვს შეამჩნია სახეზე და კიდურებზე სისხლჩაქცევები და მოშავო ფერის განავალი. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სავარაუდო დიაგნოზია:

1393

თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა:

1394

ალერგიული დაავადებების დროს გვაქვს შემდეგი კლასის იმუნოგლობულინის ჰიპერსეკრეცია:

1395

D ვიტამინის ანტაგონისტია:

1396

ვიტამინ “D”-ს შეიცავს შემდეგი პროდუქტები გარდა ერთისა:

1397

“O”-სა და “ X”-ის მაგვარი ფეხები რაქიტით დაავადებულ ბავშვებს უვითარდება:

1398

რაქიტისთვის დამახასიათებელია ქვემოთ ჩამთვლილი ნიშნები, გარდა ერთისა:

1399

რომელი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს გალაქტოზემიას?

1400

რომელ დაავადებას ახასიათებს კანის ელასტიურობის მკვეთრი მატება?

განმარტებები