QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1321

ნაყოფს პლაცენტიდან სისხლი მიეწოდება:

1322

მუცლადყოფნის პერიოდში ჟანგბადით ყველაზე მეტად გამდიდრებული სისხლით მარაგდება:

1323

რა უწყობს ხელს დედის რძის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებას:

1324

"რძის ნაკლებობის" განვითარების უხშირესი მიზეზია:

1325

"რძის ნაკლებობის" სინდრომის გამოსწორების მიზნით რეკომენდებულია:

1326

პერინატალური პერიოდი მოიცავს:

1327

ბავშვის ოპტიმალურ ინტელექტუალურ განვითარებას უზრუნველყოფს:

1328

ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარება მოიცავს ყველა ჩამოთვლილ პარამეტრს, გარდა:

1329

რა ასაკში იწყებს ნორმალური განვითარების ჯანმრთელი ბავშვი ლაპარაკს 3 სიტყვიანი წინადადებებით?

1330

ჩამოთვლილთაგან რომელი ვიტამინის მიწოდება არის საჭირო ახალშობილობისთვის რუტინულად?

1331

ძუძუთი კვებას ხელოვნურ კვებასთან შედარებით აქვს ყველა ქვემოთჩამოთვლილი უპირატესობა, გარდა:

1332

ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ ბავშვის წონა დაბადების წონასთან შედარებით გასამმაგდა. რა ასაკისაა ბავშვი?

1333

დროული ახალშობილისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი დებულება, გარდა:

1334

გამოთვალეთ აპგარის ქულა თუ ახალშობილს უვლინდება აკროციანოზი, გულისცემის სიხშირე წუთში 90, სუსტი და არარეგულარული სუნთქვა, კუნთთა მცირე ჰიპოტონია და ცხვირში კათეტერის შეყვანაზე გრიმასა:

1335

რომელი გართულების რისკია ყველაზე მაღალი გესტაციის 30 კვირაზე დაბადებული ახალშობილისთვის?

1336

10 თვის ბავშვს, რომელიც იმყოფება დედის რძეზე, დამატებითი საკვების გარეშე, სავარაუდოა რომ განუვითარდეს:

1337

ბავშვობის ასაკის პერიოდებიდან რომელი არ შეესაბამება მითითებულ ვადებს?

1338

ახალშობილის ხელის გულზე ცერის დაჭერისას, იგი პირს გააღებს და თავს წამოწევს. ახალშობილთა რომელი რეფლექსი გამოვიწვიეთ?

1339

ახალშობილის ტერფზე თითების ქვეშ ცერის დაჭერისას, ბავშვის ფეხის თითები მოიხრება ტერფის ძირისკენ. ახალშობილთა რომელი რეფლექსი გამოვიწვიეთ?

1340

მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის ჟანგბადით მომარაგების უკმარისობის პირველი ნიშანია:

განმარტებები