სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
45 წლის ქალს აღენიშნება ჰელიოტროპული გამონაყარი ლოყებზე, ქუთუთოებზე და სიმეტრიული, პროქსიმალური კუნთების სისუსტე. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?
რევმატიზმის დიდი კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება:
75 წლის ქალს უეცრად დაეწყო ტკივილი და შებოჭილობა მხრის და მენჯის სარტყლის მიდამოში. აღენიშნება სუბფებრილური ცხელება. ფიზიკური გამოკვლევით პათოლოგია არ აღინიშნება, გარდა ედს-ის მომატებისა – 80 მმ/სთ. სავარაუდო დიაგნოზია:
40 წლის ქალს აღენიშნება სუბფებრილური ცხელება, სისუსტე და დილაობით სახსრებში შებოჭილობა. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?
ასაკოვან მამაკაცს მენჯბარძაყის სახსრის პროტეზირების შემდეგ განუვითარდა ფეხის ცერა თითის სიწითლე, გაცხელება და შეშუპება. სავარაუდო დიაგნოზია:
70 წლის ქალი უჩივის ხელის თითების და ფეხის ცერა თითის სახსრების ტკივილს. გამოკვლევით აღენიშნება პირველი კარპომეტაკარპალური, პროქსიმალური ფალანგთაშუა და მეტატარსოფალანგური სახსრების შეშუპება. სავარაუდო დიაგნოზია:
43 წლის ქალი უჩივის სიმსუქნეს, ჰიპერტენზიას, სისუსტეს, ადვილად დაღლას და ბოლო რამოდენიმე ციკლის განმავლობაში – ამენორეას. გამოკვლევით აღინიშნება ჰირსუტიზმი, მუცელზე ვარდისფერი სტრიები და შეშუპება. ლაბორატორიული მონაცემები, გარდა ჰიპერგლიკემიისა და გლუკოზურიისა, ნორმალურია. სავარაუდო დიაგნოზია:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ არის პოლიმიოზიტის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი?
რა არის პეჯეტის დაავადების პირველი სიმპტომი?
ლაიმის დაავადების გამომწვევია:
რეიტერის სინდრომის დამახასიათებელია შემდეგი ტეტრადა:
ოსტეოართრიტი ხასიათდება:
პაციენტს უჩივის ტემპერატურის მომატებას, კანის მარმარილოსებრ, კანის ზედაპირიდან ამოწეულ ერითომატოზულ დაზიანებებს და გენერალიზებულ ართრალგიას. ფიზიკური გამოკვლევით და ლაბორატორიული მონაცემებით ცვლილებები არ აღინიშნა, გარდა ედს-ის აჩქარებისა (70 მმ/სთ). გულმკერდის რენთგენოგრამა ნორმის ფარგლებში. რომელიაე სავარაუდო დიაგნოზი?
რევმატოიდული ართრიტის ექსტრა-სახსროვანი გამოვლინებებიდან რომელია ყველაზე დამახასიათებელი?
ქვემოთჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელ ვირუსთანაა ასოცირებული პეჯეტის დაავადება?
საშუალო ასაკის ქალს განუვითარდა კანის გაუხეშება და მიგრირებადი პოლიართრიტი. სავარაუდო დიაგნოზია:
ოსტეოარტრიტით პაციენტის შეფასების საუკეთესო ტესტია:
20 წლის წალი უჩივის მადის დაკარგვას, სუბფებრილურ ცხელებას, გენერალიზებულ ტკივილს მხრებსა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში. ფიზიკური დატვირთვის დროს ჩნდება ხელებში სპაზმური ტკივილი. გამოკვლევისას არტერიული წნევა მარჯვენა ხელში - 70/50 „mmHg“ და მარცხენა ხელში - 60/40 „mmHg“, ხოლო ორივე ქვედა კიდურში - 120/80 „mmHg“. პაციენტს ასევე აღენიშნება ზედა კიდურებზე ძლიერ შესუსტებული პულსი. ედსი-80 მმ/სთ. აღნიშნულ პაციენტთან რომელია ყველაზე ინფორმაციული დიაგნოსტიკური ტესტი?
34 წლის ქალი, პირველად დიაგნოსტირებული სისტემური წითელი მგლურის დიაგნოზით, უჩივის პოლიართრალგიას, პერიოდულ ზომიერ კანის გამონაყარს, და პერიოდულ პლევრალურ გამონაჟონს. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელია საუკეთესო მკურნალობის ტაქტიკა?
50 წლის ქალი უჩივის მიალგიას, ცხელებას და მტკივნეულობას შესუპებულ მუხლში. პაციენტი უარყოფს ტრამვას. მას აღენიშნება მომატებული ედს-ი და „C“-რეაქტიული ცილა. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ძვლოვანი ეროზიები. რომელია სავარაუდო დიაგნოზი?