QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

381

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ემფიზემური კლინიკური ფორმისთვის არ არის დამახასიათებელი:

382

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ბრონქიტული ფორმისთვის არ არის დამახასიათებელი:

383

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას (I სტადია) რეგულარულად მისაღებად ინიშნება:

384

"ატიპური პნევმონიის" ტერმინის ქვეშ, ჩვეულებრივ, იგულისხმება:

385

ნოზოკომიული პნევმონია - ესაა პნევმონია, რომელიც აღმოცენდება:

386

პნევმონიის გამო ჰოსპიტალიზაციის ჩვენება არ არის:

387

რივალტას დადებით სინჯთან და ცილის 30 გრ/ლ-ზე მეტ შემცველობასთან ერთად, პლევრის გამონაჟონის ექსუდაციურ ხასიათზე მითითებს:

388

ვიდეოკონტროლით თორაკოსკოპიული ბიოფსია ან ფილტვის ღია ბიოფსია გამოიყენება:

389

იდიოპათიური მაფიბროზებელი ალვეოლიტის დიაგნოსტიკური ნიშნებია:

390

მაფიბროზებელი ალვეოლიტის მკურნალობისთვის გამოიყენება:

391

60 წლის პაციენტი უჩივის ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. მას აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და ხველა მყრალი სუნის ნახველით. მიუხედავად ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიისა, ბოლო 4 დღის განმავლობაში სიმპტომები უცვლელია. დაავადების დაწყებიდან გასულია 2 კვირა. ექიმის მიერ დანიშნულ ორალურ ანტიბიოტიკებს იღებდა არარეგულარულად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტემპერატურის სადღეღამისო მრუდი მერყეობს სუბფებრილურიდან მაღალ ციფრებამდე. პაციენტის მართვის ჯგუფი ცუდ პროგნოზზე შიშობს და რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ნიშნავს. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი რენტგენოლოგიური ცვლილებები არის მაღალი ალბათობით მოსალოდნელი აღნიშნულ პაციენტთან?

392

17 წლის ახალგაზრდა ქალი აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას სწავლის გაგრძელების მიზნით. მას აქვს ასთმა და იყენებს 100 მკგ სალბუტამოლის ინჰალაციას 3 ან 4-ჯერ თვეში. პაციენტი შიშობს, რომ ვერ გამოცნობს დაავადების პროგრესირების ადრეულ ნიშნებს. თქვენი აზრით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი უნდა მიიჩნიოს პაციენტმა საყურადღებოდ?

393

41 წლის მამაკაცს მეხუთე დღეა აღენიშნება პროდუქტიული ხველა პერიოდულად წითლად შეფერილი, ძირითადად კი მომწვანო ფერის, ჩირქოვანი ნახველით. ასევე აღინიშნება ღამის შემცივნებები და სუნთქვასთან/ხველასთან ასოცირებული ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. 25 წელია ეწევა; t - 37,80C; HR - 100 წთ-ში; T/A 115/80 მმ. ვწ. სვ. RR 22 წუთში; SaO2 - 93% ჰაერზე; მარჯვნივ, ქვედა წილში აღინიშნება კრეპიტაცია. რომელი დიაგნოზია ყველაზე სავარაუდო?

394

60 წლის მამაკაცს აქვს მუდმივი ხასიათის ხველა ბოლო 1 წლის განმავლობაში. წონაში დაიკლო 5 კგ და აღენიშნება სულ უფრო მზარდი სუნთქვის უკმარისობის ეპიზოდები. წლების მანძლზე თამბაქოს მომხმარებელია. გულმკერდის დაზიანების სპეციფიური ნიშნები არ აღინიშნება, თუმცა კახექსიურია და გამოხატულია მარჯვენა მხარეს თვალის ნაპრალის შევიწროება და ენოფთალმი; რენტგენოგრამა აჩვენებს კვანძს მარჯვენა ფილტვის მწვერვალის მიდამოში, რაც ჩაითვალა მისი ყველა სიმპტომის მიზეზად. ყველაზე მეტი ალბათობით რომელი სტრუქტურის კომპრესიას ახენს კვანძი?

395

26 წლის მამაკაცს უეცრად დაეწყო ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ჰაერის გამოხატულ უკმარისობასთან ერთად; აღნიშნავს, რომ ერთი კვირის წინ, სამსახურში, სკრინინგული რენტგენოლოგიური გამოკვლევისას აღმოუჩინეს წვრილი ზომის, მრავლობითი ბულები ორივე ფილტვის ზედა წილში. აუსკულტაციით მარჯვენივ მკვეთრად შესუსტებული სუნთქვა. რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?

396

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ძირითადი ეტიოლოგიური აგენტი არის:

397

ასთმის ტრიგერებს არ მიეკუთვნება:

398

რომელი აგენტით გამოწვეული პნევმონიისთვისაა დამახასიათებელი ამინოტრანსფერაზების მატება და ჰიპონატრიემია?

399

ატოპია მოიცავს:

400

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მართებული ჰემოპტიზთან მიმართებაში:

განმარტებები