QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

21

რომელი დაავადების დროს არის წინააღმდეგნაჩვენები გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატების დიდი დოზებით გამოყენება?

22

ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომლისთვის არის დამახასიათებელი სწრაფი "მხტუნავი" პულსი (კარიგანის პულსი)?

23

ჩამოთვლილთაგან რა არ ახასიათებს აორტულ ნაკლოვანებას?

24

გულის წუთმოცულობის გასაუმჯობესებლად პოსტდატვირთვის შემცირება არ არის მიზანშეწონილი:

25

39 წლის მამაკაცი უჩივის ჰაერის უკმარისობას, შერეული ხასიათის ქოშინს, გულის ფრიალს. იმყოფება იძულებით მჯდომარე მდგომარეობაში, ზემო კიდურებით ეყრდნობა მუხლებს, გამოხატულია მკვეთრი ციანოზი. სუნთქვა ზერელე, წუთში 32. ფილტვების ქვემო წილებზე მოისმინება მრავლობითი სველი წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, გულის ტონები შესუსტებული, პულსი წუთში 126, რიტმული. არტერიული წნევა 150/90 „mmHg“. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული მდგომარეობის მიზეზი?

26

მარცხენა პარკუჭის უკმარისობისთვის არ არის დამახასიათებელი:

27

50 წლის ქალი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემოვიდა გულმკერდის არეში 2 საათზე მეტი ხანგრძლივობის ტკივილით. ეკგ-ზე დაფიქსირდა მიოკარდიუმის უკანა კედლის ინფარქტი და ექსტრასისტოლური არითმია. ფილტვებში: სველი ხიხინი ქვემო წილებში. გულმკერდის რენტგენოგრამაზე: გულის ზომები ნორმის ფარგლებშია, ჰილუსები უმნიშვნელოდ გაფართოებული. მოცემულ შემთხვევაში უკუნაჩვენებია:

28

მოციმციმე არითმიის განვითარების დაბალი ალბათობა ახასიათებს:

29

25 წლის ავადმყოფი ქალი გამოკვლეული იქნა ექიმის მიერ გულის შუილების შესაფასებლად. ავადმყოფი ანამნეზში არ აღნიშნავს რევმატიზმს. I და II ტონები ნორმალურია, კარდიომეგალია არ აღინიშნება. მარცხნივ სტერნალური ძვლის კიდესთან III-IV ნეკნთაშუა არეში ისმის განდევნის სისტოლური შუილი. სავარაუდო დიაგნოზია:

30

რა პათოლოგია არ აძლიერებს პირველი ტონის ინტენსიურობას?

31

პათოლოგიური „Q“ კბილის არსებობა „V1“ და „V2“ განხრებში მიუთითებს:

32

ვენკებახის ტიპის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ხასიათდება:

33

ჩამოთვლილიდან რა არ არის დამახასიათებელი მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებისთვის?

34

ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელს ახასიათებს ალტერნაციული პულსი?

35

მამაკაცს აწუხებს ჰაერის უკმარისობა და გულის ფრიალი უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვისას. ქოშინი ძლიერდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რის გამოც ავადმყოფი იძულებულია დაიძინოს ნახევრად დამჯდარ პოზაში. აღენიშნება აკროციანოზი, პულსი ხშირია, რითმული, გულის ტონები სუფთაა, მოყრუებული, TA - 139/80 „mmHg“. ფილტვების ქვემო წილებზე მოისმინება ერთეული სველი წვრილბუშტუკოვანი ხიხინი. ვენური წნევა ნორმის ფარგლებშია. დაასახელეთ ზემოთ აღწერილი მდგომარეობის მიზეზი.

36

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ მესამე კვირაზე ავადმყოფს აღენიშნება ტკივილი გულმკერდის არეში. სხეულის ტემპერატურის მომატება. ედს-ის აჩქარება, პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა. სავარაუდო დიაგნოზია:

37

ეკგ-ზე „P“ კბილები არ აღინიშნება, გამოხატულია ტალღოვანი ხაზი „f“ ტალღებით. „RR“ ინტერვალები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. დაასახელეთ არითმიის სახე.

38

პარკუჭთა ფიბრილაციისთვის დამახასიათებელი ეკგ-ული ცვლილებებია:

39

ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი აძლიერებს გულის კუმშვადობას:

40

ჩამოთვლილი ბიოლოგიური ფაქტორებიდან რომელი იწვევს არტერიული წნევის უშუალო მომატებას?

განმარტებები