QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2521

სტრესული შარდის შეუკავებლობის რისკ ფაქტორია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა:

2522

ქირურგიული სტერილიზაციის შესახებ ჭეშმარიტი მტკიცებულებაა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა:

2523

რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურა შედის კისტის ქირურგიული ფეხის შემადგენლობაში?

2524

ნორმალური მენსტრუალური ციკლის რეგულაციაში , ჰიპოთალამუსი ნეიროჰიპოფიზზე ახდენდა ზეგავლენას ნეიროჰორმონების საშუალებით. ჩამოთვლილთაგან რომელ ნაერთებს მიეკუთვნებიან აღნიშნული ნეიროჰორმონები:

2525

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ამენორეის რომელ ფორმაზე მიუთითებს კომბინირებული ესტროგენ–გესტაგენური პრეპარატებით–უარყოფითი ფუნქციური სინჯი?

2526

რომელი ესტროგენი შედის კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის შემადგენლობაში?

2527

პაციენტმა მომართა კლინიკას პოსტკოიტალურ სისხლდენაზე ჩივილით. მსგავსი ჩივილი მანამდე არ ჰქონია. გარეგანი სასქესო ორგანოები პათოლოგიის გარეშეა. საშვილოსნოს ყელში ფიქსირდება 3 სმ ქსოვილოვანი წარმონაქმნი. საშვილოსნო ნორმალური ზომის. ამ პაციენტის მართვის საუკეთესო მეთოდია:

2528

27 წლის პაციენტი მიმართავს კლინიკას მუცლის ტკივილით და ჭარბი გამონადენით საშოდან. ტემპერატურაა 38.1 C, მუცელი პალპაციით მტკივნეულია,მცირედ გამოხატული პერიტონიალური ნიშნებით, სარკეებში გასინჯვისას ფიქსირდება მოყვითალო ფერის მღვრიე გამონადენი. საშვილოსნოს ყელი მოძრაობისას და დანამატების საპროექციო არე მგრძნობიარეა. ულტრაბგერითი კვლევით საშვილოსნო და დანამატები პათოლოგიური ცვლილების გარეშე. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი. სავარაუდო დიაგნოზია:

2529

19 წლის ქალი აღნიშნავს მეორად ამენორეას 8 თვეა. ის აღნიშნავს სტრესულ პერიოდს და აგრეთვე წონის კლებას, რასაც უკავშირებს არარეგულარულ კვებას. სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს არ აღნიშნავს. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელი ჰორმონალური კვლევაა:

2530

33 წლის ქალი აღნიშნავს 3 თვითნებით აბორტს პირველ ტრიმესტრში, რომელიც ეწყება ძლიერი სისხლდენით. ჩაუტარდა კოაგულაციური ფაქტორების კვლევა, რომელმაც პათოლოგია არ გამოავლინა. ჰისტეროსალპინგოგრამით დაფიქსირდა საშვილოსნოს ძგიდე, განვითარების ანომალიის გარეშე. მას კვლავ სურს ორსულობა, თუმცა ეშინია აბორტის. რა რეკომენდაციას გაუწევთ პაციენტს:

2531

53 წლის პაციენტი აღნიშნავს ვაგინალურ სისხლდენას ყოველ 6 თვეში ბოლო სამი წლის განმავლობაში. ის თავს თვლიდა მენოპაუზაში 51 წლიდან. აწუხებს ალები და ამის გამო ღებულებს ესტროგენს. მისი სხეულის მასის ინდექსია 35. ის თავს ჯანმრთელად თვლის. არ ეწევა და არ მოიხმარს ალკოჰოლს. ვაგინალური გასინჯვით პათოლოგია არ გამოვლინდა. მართვის შემდგომი ტაქტიკა:

2532

გარეგან ენდომეტრიოზებს შორის, ჩამოთვლილთაგან რომელი ლოკალიზაციის ენდომეტრიოზი გვხვდება ყველაზე ხშირად?

2533

საშოს არტერია(a. vaginalis) გამოეყოფა:

2534

რომელი ქვემოთჩამოთვლილი არის ფუნქციური კისტა?

2535

ენდომეტრიუმის კიბოს ძირითადი სიმპტომია:

2536

ენდომეტრიუმისკიბო– სტადია IA შეესაბამება შემდეგ მდგომარეობას:

2537

გვიან პუბერტატად ითვლება როდესაც მეორადი სასქესო ნიშნები არ ჩნდება:

2538

32 წლის ქალი აღნიშნავს მეორად ამენორეას 8 თვეა, აგრეთვე საშოს სიმშრალეს და ემოციურ ცვლილებებს. მას ანამნეზში აღენიშნება ნორმალური მენსტრუალური ფუნქცია და 2 ორსულობა. რომელი ჰორმონის განსაზღვრაა აუცილებელი ამ შემთხვევაში:

2539

39 წლის პაციენტს ექტოპიური ორსულობის მკურნალობის მიზნით ჩაუტრდა ერთჯერადად მეტოტრექსატის ინექცია(50mg/m²) . ინექციიდან 3 დღის შემდეგ ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის დონე (HCG) შემცირდა 20%–ით. როგორია ამ პაციენტის შემდგომი მართვის ტაქტიკა?

2540

პაციენტს 16 წლის ასაკში აღენიშნება პირველადი ამენორეა. მას არ აღენიშნება მეორადი სასქესო ნიშნები. ლაბორატორიული კვლევით სისხლში მომატებულია მალუთეინიზირებელი და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის დონე. ამ პაციენტის შემდგომი კვლევა:

განმარტებები