QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2481

დედის რომელი მდგომარეობა წარმოადგენს რისკ ფაქტორს ეპიდურული ანესთეზიისთვის?

2482

რომელი ნერვის ფესვები აგებენ უპირატეასდ პასუხს მშობიარობის პირველი პერიოდის ტკივილზე?

2483

საკეისრო კვეთის მე–6 დღეს პაციენტს აღენიშნება ცხელება, რომელიც პერსისტირებს 72 საათი ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების მიუხედავად. ანტიბიოტიკოთერაპიის უეფექტობის სავარაუდო მიზეზია?

2484

მშობიარობის მე–10 დღეს გამონადენს საშვილოსნოს ღრუდან ეწოდება:

2485

მცირე მენჯის სეპტიური თრომბოფლებიტის შესახებ მართებული მტკიცებულებაა:

2486

პაციენტს აღენიშნება გაურთულებელი მშობიარობა. მშობიარობის მეორე პერიოდში,ჭინთვის დროს აღინიშნა ნაყოფის გულისცემის ვარიაბელური აქცელერაცია. ნაყოფი მიღებულია ინსტრუმენტული მშობიარობის გზით და გადაეცა ნეონატოლოგს. ახალშობილი ტირის.ვარდისფერია, თუმცა აღენიშნება კიდურების ლურჯი ფერი, რომელსაც აქტიურად ამოძრავებს.აუსკულტაციით გულისცემა 110. სიცოცხლის პირველ წუთზე ახალშობილი აპგარის ქულაა:

2487

36 წლის პაციენტი მოგვმართავს კონტრაცეპტიულ კონსულტაციაზე 6 კვირის შემდეგ მშობიარობიდან. ახალშობილს ძუძუთი კვებავს, თუმცა სურს დამატებითი კონტრაცეპტიული საშუალების გამოყენება. იგი ჯანმრთელობის პრობლემას არ აღნიშნავს, არა მწეველია. ყველა ქვემოთჩამოთვლილი ყველა მეთოდი მისაღებია ამ პაციენტისთვის გარდა:

2488

27 წლის პაცინტი უჩივის ბოლო რამდენიმე დღეა ტკივილს შარდვის დროს, ქავილს და გამონადენს საშოდან. ის სქესობრივად აქტიურია და კონტრაცეფციის მიზნით იყენებს ორალურ კონტრაცეპტივს. ვაგინალური გასინჯვით ვლინდება ვულვის და საშოს ერითემა და თეთრი გამონადენი. ბიმანუალური გასინჯვით საშვილოსნო და დანამატები პათოლოგიის გარეშეა. ვაგინალური pH 4. ამინო ტესტი უარყოფითი.აღნიშნული ვაგინიტის სავარუადო გამომწვევია:

2489

35 წლის ქალი მიმართავს გინეკოლოგს, აღნიშნავს ძლიერ ტკივილს და შეშუპებას შორისის არეში, რომელიც დაეწყო რამდენიმე დღის წინ. სქესობრივად აქტიურია და კონტრაცეფციის მიზნით იყენებს მედროქსიპროგესტერონაცეტატს. აღენიშნება ტემეპერატურაა 37.4 C0 p- 96; T/A 115/70 mm/Hg. ვაგინალური გასინჯვით ვლინდება მარცხენა მცირე სასირცხო ბაგეზე რბილი 4სმ ზომის მტკივნეული წარმონაქმნი. სავარუდო დიაგნოზია:

2490

50 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი. პირველად რომელი ლიმფურ ჯირკვლებშია მოსალოდნელი მეტასტაზური გავრცელება?

2491

51 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კარცინომის დიაგნოზი. ვაგინალური გასინჯვით პარამეტრიუმში გავრცელება არ დგინდება, თუმცა საშოს ზედა მესამედში აღინიშნება სიმსივნის გავრცელება. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება შემდეგ სტადიას:

2492

35 წლის ქალს პაპ ტესტი დაუდგინდა მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება (CIN III) კოლპოსკოპია არადამაკმაყოფილებელია. ბიოფსიით ვლინდება კიბო, რომელიც მხოლოდ 1მმ სცილდება ბაზალურ მემბრანას. ლიმფური და ვასკულარული ინვაზია არ ვლინდება. ბიოპტატის კიდეები დაზაინების გარეშე. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება:

2493

პაციენტს აღენიშნება ცალმხრივი ინვაზიური 2 სმ ვულვის კარცინომა, ლიმფურ ჯირკვალში გავრცელების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაშიპირველადი თერაპიაა:

2494

პაციენტს დაუდგინდა ორრქიანი საშვილოსნო. რომელი სისტემის თანდაყოლილ ანომალიების გაზრდილი რისკი აქვს პაციენტს?

2495

19 წლის პაციენტს აღენიშნება პირველადი ამენორეა. მკერდის და ბოქვენის თმიანობა ნორმალურია,თუმცა აღსანიშნავია საშვილოსნოს და საშოს არარსებობა სავარაუდო დიაგნოზია:

2496

რომელი მოვლენა არაა ესტროგენდამოკიდებული მოზარდებში:

2497

უშვილობის კვლევისას ჰისტეროსალპინგოგრამით დადგინდა აშერმანის სინდრომი. რომელი სიმპტომია მოსალოდნელი აღნიშნულ შემთხვევაში:

2498

54 წლის ქალს უტარდება ლაპარატომია საკვერცხის ცალმხრივი სეროზული ცისტადენოკარცინომის გამო. აღინიშნება დიდი ზომის მეტასტაზი ბადექონზე. ოპერაციის მასშტაბია:

2499

21 წლის პაციენტს პაპ ტესტით დადგენილია აქვს მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება. პაპილომა ვირუსის რომელი ტიპია უმეტესად დაკავშირებული აღნიშნულ მდგომარეობასთნ?

2500

57 წლის ქალს აღენიშნება პოსტმენოპაუზური სისხლდენა, მას აღენიშნება სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი. ენდომეტრიუმის ბიოფსიით ვლინდება ჰიპერპლაზია ატიპიით. ულტრაბგერითი კვლევით– საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა. მიზანშეწონილია შემდეგი მკურნალობა:

განმარტებები