სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
რამდენ ხანში აღწევს ოქსიტოცინი პლაზმაში მაქსიმალურ დონეს?
რომელია ყველაზე წინამდებარე ნაწილი სახით წინამდებარეობისას?
ორსულობის დროს ჰიპერპიგმენტაცია უკავშირდება:
„hCG“ დაბალი მაჩვენებელი შესაბამისი ვადის ერთნაყოფიან ორსულობასთან შედარებით დაკავშირებულია:
ორსულობის რა ვადაზე იწყებს ნაყოფის თირკმელი შარდის პროდუქციას:
ორსულობის რა ვადაზეა შესაძლებელი ნაყოფის სუნთქვითი მოძრაობის დაფიქსირება:
რომელი კოაგულაციური ფაქტორი არ იზრდება ორსულობის დროს:
ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არაა დაკავშირებული ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობასთან:
ნაყოფის გულისცემის შემცირება–დეცელარაცია,რომელიც ემთხვევა საშვილოსნოს შეკუმშვებს, ცნობილია როგორც:
ამნიონური სითხის pH შემდეგია:
27 წლის ორსულს 18 კვირის ვადაზე ულტრაგერითი კვლევით დაუდგინდა ტყუპი ორსულობა: მდედრობითი და მამრობითი ნაყოფით. ტყუპი ორსულობის რომელი ტიპია სავარაუდო:
ნაყოფის სისხლი ჭიპლარის არტერიაში და შემდეგ პლაცენტაში მოედინება:
32 წლს ორსული მიმართავს კონსულტაციას 30 კვირის ორსულობის ვადაზე. ორსულობის ვადა დადგენილია I ტრიმესტრის ულტრაბგერითი კვლევით. საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე შეადგენს 35 სმ. სხვაობა ფუძის სიმაღლესა და ორსულობის ვადას შორის შეიძლება გამოწვეული იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზით გარდა:
ორსულს აქვს „ვარიცელა–ზოსტერის“ ინფექცია. მას კონსულტაციას ვუწევთ რომ ნაყოფისთვის თანდაყოლილი ინფექციის რისკი მაღალია შემდეგ შემთხვევაში:
ორსულს დაუდგინდა ტოქსოპლაზმოზი. მასთან დაკავშირებულ რისკ ფაქტორს წარმოადგენს:
35 წლის ორსული, რომელსაც აღენიშნება დიაბეტი ტიპი I ღელავს რა გართულება შეიძლება ჰქონდეს მის დაავადებას ნაყოფზე. ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს შესაძლო რისკს გარდა:
რომელი ნიშანი არ წარმოადგენს ბიშოპის ცხრილის კომპონენტს?
26 წლის პაციენტს აღენიშნება სამი თვითნებითი აბორტი ორსულობის I ტრიმესტრში. მანამდე აღნიშნავს 2 დროულ ვაგინალურ მშობიარობას, ამასთან მე-2 მშობიარობა გართულდა გვიანი ლოგინობის ხანის სისხლდენით, რის გამოც ნაწარმოებია საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა. აბორტების სავაურაუდო მიზეზია:
ანტი „Rho“ იმუნოგლობულინის ინექცია მიზანშეწონილია“RH(- )"პაციენტისთვის ყველა ქვემოთჩამოთვლილ შემთხვევაში გარდა:
18 წლის ორსულს ულტრაბგერითი კვლევით 22 კვირის ორსულობის ვადაზე დადგენილი აქვს პლაცენტის ნაწილობრივი წინამდებარეობა. მართვის რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი ტაქტიკაა მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში: