სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
პრინცმეტალის სტენოკარდიის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა:
რეინოს ფენომენისთვის არ არის დამახასიათებელი:
24 წლის, 4 თვის ორსული ქალი მოთავსდა კლინიკაში ჩივილებით ჰაერის უკმარისობაზე, ორტოპნოეზე და გულის ფრიალზე. ფიზიკური გამოკვლევით: პულსი 125 წუთში, არარეგულარული; სუნთქვის სიხშირე – 20 წუთში; არტერიული წნევა 90/60 „mmHg“. საუღლე ვენა მნიშვნელოვნად გაფართოებული, გამოხატული "a" ტალღით. ფილტვების ქვემო წილებში ორივე მხარეს მოიმინება სველი ხიხინი. გულის აუსკულტაციით გაძლიერებული პირველი ტონი, მეორე ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე. ორკარიანი სარქველის გაღების ხმიანობა და პანდიასტოლური შუილი. ეკგ-ზე აღინიშნება მოციმციმე არითმია და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
45 წლის მამაკაცი 15 წელია დაავადებული ქრონიკული ალკოჰოლიზმით. ამჟამად მას განუვითარდა ქვემო კიდურების შეშუპება და ორთოპნოე. ექოკარდიოგრაფიულად აღინიშნება ოთხივე კამერის დილატაცია. საფიქრელია, რომ მას აქვს:
სეპტიკური შოკისთვის არ არის დამახასიათებელი:
73 წლის ქალი, შაქრიანი დიაბეტის 10 წლიანი ანამნეზით, მოთავსებული იქნა კლინიკაში ტკივილით გულმკერდის არეში, არტერიული წნევით 70/30 მმ „mmHg“ და ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში. ეკგ-ზე აღინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის სურათი „Q“ კბილებით. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
59 წლის მამაკაცი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გადიოდა რეაბილიტაციურ მკურნალობას ბინაზე. უეცრად მას განუვითარდა ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რას გამოიყენებთ ტკივილის მოსახსნელად?
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 55 წლის მამაკაცს აღენიშნება ხანგამოშვებითი ტკივილი (კოჭლობა) დუნდულოებისა და ბარძაყის მიდამოში. პაციენტი უჩივის ასევე იმპოტენციას. გამოკვლევით ბარძაყის არტრიაზე პულსი არ ისინჯება. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
კონსტრიქციული პერიკარდიტი ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, რომლებიც მოითხოვს დიფერენციული დიაგნოზის გატარებას:
ჰიპერტონული კრიზის ფონზე განვითარებული ფილტვების შეშუპების სამკურნალოდ არ გამოიყენება:
რომელი არ განეკუთვნება არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებაში მონაწილე ვაზოპრესულ ჰორმონებს:
ჩამოთვლილთაგან რომელს არ გააჩნია სისხლის წნევის მაჩვენებლებზე ზეგავლენა:
ჩამოთვლილი სიმპტომებიდან/ნიშნებიდან, რომელია პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის ძირითადი კლინიკურ-პათოგენეზური ნიშანი:
ალფა-ადრენომაბლოკირებელი პრეპარატები არ გამოიყენება:
ჩამოთვლილი ანტიჰიპერტენზიული საშუალებებიდან რომელია შერჩევის (არჩევის) პრეპარატი ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების კომპრბიდობის დროს:
ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორის დანიშვნა უკუნაჩვენებია:
ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია:
დიურეზული საშუალებების დანიშვნა უკუნაჩვენებია:
კალციუმის ანტაგონისტ ნიფედიპინის დანიშვნის უკუჩვენებაა, როცა არტერიული ჰიპერტენზია შერწყმულია:
ჰიპერტენზიის მკურნალობის მიზნით ვერაპამილის ან დილთიაზემის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როცა არტერიული ჰიპერტენზია შერწყმულია: