QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › თერაპია ორიგინალი · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია ორიგინალი

919 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

161

აღნიშნეთ სრული ატრიოვენტრიკულარული ბლოკადის ეკგ ნიშნებიდან რომელია სწორი:

162

სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიის დროს აღინიშნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ეკგ ნიშნები, გარდა ერთისა:

163

პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს აღინიშნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ეკგ ნიშნები, გარდა ერთისა:

164

პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი ეკგ ნიშნები, გარდა ერთისა:

165

ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადის დროს ეკგ-ზე აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი ეკგ ნიშნები, გარდა ერთისა:

166

ეკგ-ზე P კბილი დადებითია, PQ -ინტერვალი 0,22 წმ, QRS კომპლექსის ხანგრძლივობა 0,09 წმ. დაასახელეთ რიტმის დარღვევის სახეობა:

167

ეკგ-ზე ნორმალური QRST კომპლექსის შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება დეფორმირებული RST კომპლექსი, რომლის წინაც RR ინტერვალი შემოკლებულია, მიუთითეთ არიტმიის სახეობა:

168

რომელ შემთხვევაშია ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი მოციმციმე არიტმიის აღმოცენება?

169

დახედვით კისრის მიდამოში აღინიშნება ვენური პულსაცია, პალპატორულად შეიგრძნობა გულის საძგერი და ეპიგასტრალური პულსაცია. რომელი სარქვლოვანი აპარატის დაზიანება იწვევს ზემოაღნიშნულ სიმპტომებს:

170

ავადმყოფის გამოკვლევისას აღინიშნება გულის ზემო და მარჯვენა პერკუტორული საზღვრის გადიდება. დაასახელეთ მანკი, რომელიც მიზეზია აღნიშნული ცვლილებებისა:

171

ქვევით ჩამოთვლილი რომელი პათოლოგიაა ხშირად შერწყმული აორტულ რეგურგიტაციასთან:

172

გულის აუსკულტაციისას მოისმინება მოყრუებული I და II ტონი, აორტაზე პროტოდიასტოლური შუილი "დეკრეშჩენდოს" ტიპის, რომელიც ტარდება მე-5 წერტილში (ბოტკინ-ერბი). რომელი მანკი შეიძლება იყოს ამ აუსკულტაციური მონაცემების მიზეზი:

173

აორტული რეგურგიტაციისა და გულის მძიმე უკმარისობის დროს რომელი ფიზიკური ფენომენი არ აღინიშნება?

174

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგია შეიძლება წარმოადგენდეს მიტრალური სტენოზის გართულებას, გარდა ერთისა:

175

შემდეგი შემთხვევებიდან როდის არის ნაკლებად სავარაუდო ციანოზი?

176

გულმკერდის არეში ტკივილის უეცარი დაწყებისა და ადრეული დიასტოლური შუილის განვითარებისას, აორტული ნაკლოვანების დროს უნდა ვივარაუდოთ:

177

სტაბილური სტენოკარდიის მქონე ავადმყოფში პროგნოზის განსაზღვრისათვის რომელი კლინიკური პარამეტრია ყველაზე არსებითი:

178

რომელ დაავადებას ახასიათებს სარქვლის დაზიანება, რომელსაც თან ერთვის სუბფებრილური ტემპერატურა, ედს-ის მომატება და ემბოლიები:

179

ნორადრენალინი იწვევს ვაზოკონსტრიქციას ყველა ქვემოთჩამოთვლილ ორგანოში, გარდა:

180

ქვემოთჩამოთვლილი შემთხვევებიდან როდის გააჩნიათ ავადმყოფებს ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების შედარებით დაბალი რისკი

განმარტებები