QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › ბავშვთა და მოზრდილთა · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა და მოზრდილთა

453 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

181

3 წლის ვაჟს 12 საათის წინ დაეწყო დიარეა წყლისებური განავლით. მას აქვს ჩაცვენილი თვალები, დაქვეითებული ელასტიობა, ლორწოვანების სიმშრალე და ოლიგურია. სავარაუდოთ რომელ ინფექციურ აგენტს შეეძლო გამოეწვია მსგავსი სურათი?

182

10 წლის პაციენტი უჩივის ეპიგასტრალურ მორეციდივე ტკივილს ღამის საათებში, რომლის ინტენსიობა იკლებს ანტაციდების მიღების შემდეგ. დღეს აღენიშნა კუპრისფერი განავალი. Hჰემოგლობინი 80 გ/ლ. რომელ ინფექციურ აგენტს შეეძლო გამოეწვია მსგავსი კლინიკურლაბორატორიული სურათი?

183

10 თვის ჩვილს აქვს მაღალი ცხელება, დიარეა და გენერალიზებული გულყრა. რომელ ინფექციურ აგენტზე იფიქრებთ?

184

რომელ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს კონიუქტივიტი, დიარეა, ფარინგიტი, პნევმონია?

185

რომელი მასალიდან არის მეტი შანსი გამოიყოს პნევმონიის გამომწვევი Pneomocystis carinii ?

186

რომელი მედიკამენტი ითვლება არჩევის პრეპარატად Pneomocystis carinii – ით გამოწვეული პნევმონიის დროს?

187

პაციენტს დადასტურებული შიდსით გამოუვლინდა ბილატერალური დიფუზური პნევმონია. რომელ გამომწვევზე იფიქრებთ?

188

ტოქსოპლაზმით ინფიცირება შესაძლებელია ყველა გზით, გარდა ერთისა:

189

2 თვის ჩვილს სავარაუდოთ აქვს პერინატალური ინფექცია. დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს თანდაყოლილ წითურასა და ციტომეგალიას შორის. რომელი ნიშანი მეტყველებს თანდაყოლილი წითურას სასარგებლოდ?

190

14 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელი ვაჟი 2 კვირაა თავს შეუძლოდ გრძნობს. მას აღენიშნება პროგრესული ხველა, დაბალი ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე. პერიფერიული სისხლის შესწავლამ აჩვენა, რომ ლეიკოციტების რიცხვია 11X109, ფორმულა შეცვლილი არ არის. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით გამოვლინდა ორმხრივი პერიჰილარული ინფილტრაცია. სავარაუდო გამომწვევია:

191

ჩამოთვლილიდან ყველა ჩაითვლება ტუბერკულოზის რისკ ფაქტორად ადრეული ასაკის ბავშვისათვის, გარდა ერთისა:

192

უცნობი ეტიოლოგიის ცხელების მიზეზი ბავშვებში ინფექციური დაავადებების შემდეგ არის:

193

დროულ ახალშობილს, რომელიც სამშობიაროდან გამოეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, 40 დღის ასაკში დაუდგინდა სეფსისის დიაგნოზი. ჩამოთვლილი ინფექციური აგენტებიდან რომელია ნაკლებად სავარაუდო?

194

დროულ ახალშობილს სამშობიარო ბლოკში განუვითარდა ციანოზი და რესპირაციული დისტრესი. ინტუბაციის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა. ახალშობილს აქვს ჩავარდნილი მუცელი და ბგერითი ხმიანობა არ ისმის გულმკერდის მარცხენა მხარეს. სავარაუდო დიაგნოზია;

195

სიყვითლის მიზეზი პანკრეასის ცისტოფიბროზის დროს შეიძლება იყოს:

196

10 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელ ვაჟს აქვს მუცლის ძლიერი ტკივილი და შეუპოვარი ღებინება. ანამნეზიდან საყურადღებოა, რომ 3 დღის წინ მას ჰქონდა მუცლის ტრავმა. რაზე იფიქრებთ?

197

ახალშობილი დაიბადა მასით 2,9 კგ. დაბადებისას, 1 და 5 წუთზე აპგარის შკალით შეფასება იყო 9 ქულა, დაბადებიდან 2 საათის შემდეგ შენიშნეს ჰიპერსალივაცია დიდი რაოდენობით ქაფიანი ლორწოთი. ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. რაზე მიიტანთ ეჭვს?

198

ორსულ ქალს გესტაციის 34 კვირაზე დაუდგინდა პოლიჰიდრამნიოზი. ახალშობილი დაიბადა მასით 2,9 კგ. დაბადებისას, 1 და 5 წუთზე აპგარის შკალით შეფასება იყო 9 ქულა. ახალშობილს სამშობიარო ბლოკში ჩაუტარდა პირველი კვება, რომლის დროსაც განვითარდა რესპირაციული დისტრესი. გამოიხატა ციანოზი და აპნოე. სავარაუდო დიაგნოზია:

199

მოზარდ გოგონას უკანასკნელი 3 თვეა აღენიშნება წონის კლება, სუბფებრილიტეტი, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი და დიარეა. რამდენიმე დღეა დეფეკაცია მტკივნეული გახდა და განავალს მოჰყვება ალისფერი სისხლი. პროქტოლოგის მიერ დაისვა ფისტულის დიაგნოზი. რომელ დაავადებას ახასიათებს ასეთი სიმპტომოკომპლექსი?

200

2 წლის ჯანმრთელ გოგონას 12 საათის წინ დაეწყო პერიოდული ტირილი ჩაბჟირებამდე. სავარაუდოთ მას ტკივა მუცელი, რადგან ტირილის ეპიზოდების დროს მოხრილი ფეხები მუცელზე აქვს მიბჯენილი. ერთი საათის წინ მას ჰქონდა დეფეკაცია მცირე ოდენობის ლორწოს და სისხლის შემცველი განავლით. მუცელი დაჭიმულია. სავარაუდო დიაგნოზია:

განმარტებები