QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › ბავშვთა და მოზრდილთა · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა და მოზრდილთა

453 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1

4 თვის ჩვილი მიიყვანეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ცხელების, ღებინების და ძლიერი აგზნების გამო. გაკეთდა ლუმბალური პუნქცია. ლუმბალურ პუნქტატში გამოვლინდა ერითროციტი 10, ლეიკოციტი 1050, ცილა 50მგ/დლ, გლუკოზა 40 მგ/დლ. ბაქტერიები არ არის. Yყველაზე გამართლებული ემპირიული თერაპიაა:

2

2 წლის გოგონა მიყვანილია გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. 10 წუთის წინ ჭამის დროს აღენიშნა შეტევითი ხველა. ამჟამად ახველებს პერიოდულად, აქვს ჩახლეჩილი ხმა. პირველი ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს არის:

3

5 წლის ვაჟს აღენიშნება სახის უხეში ნაკვთები, ჰეპატოსპლენომეგალია და მენტალური განვითარების პროგრესული რეგრესი. გენეტიკურად დეტერმინირებულ რომელ დაავადებაზე მიიტანთ ეჭვს?

4

2 თვის ვაჟს დტყ ვაქცინით იმუნიზაციიდან 2 საათის შემდეგ აღენიშნა ცხელება 390C და გაღიზიანება. რა რეკომენდაციას მისცემთ დედას იმ პერიოდისათვის, როცა ბავშვს დასჭირდება ამავე ვაქცინით ხელმეორედ ვაქცინაცია?

5

10 წლის ვაჟი უჩივის ცხელებას და მუხლის სახსრების მფრინავი ხასიათის (გარდამავალ) ტკივილს. სახსრები ვიზუალურად არ არის შეცვლილი. ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელი იძლევა საშუალებას ეჭვი მივიტანოთ რევმატიულ ცხელებაზე?

6

2 წლის ბიჭუნას ცივ წყალსაცავში ბანაობის შემდეგ აღენიშნა წვრილი ვეზიკულური გამონაყარი ტუჩის კუთხეში. 2 დღის შემდეგ გამოუვლინდა ცხელება. ბავშვი უარს აცხადებს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და ძლიერ ჭირვეულობს. გასინჯვისას ნანახი იქნა მრავლობითი ერითემატოზული დაზიანების უბნები და წყლულები ლოყის ლორწოვანზე, ღრძილებსა და ენაზე. სავარაუდო დიაგნოზია:

7

12 წლის გოგონას აღენიშნება ერითემატოზული, კანის ზედაპირიდან წამოწეული გამონაყარი და ცხელება. დათვალიერებისას გამოვლინდა ინფიცირებული ჭრილობა ფეხზე. ჭრილობიდან აღებული ჩირქიდან გამოყოფილია A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. სავარაუდო დიაგნოზია:

8

4 წლის ჯანმრთელ ვაჟს გამოუვლინდა პეტექიური გამონაყარი სხეულზე. ჰემოგლობინი, თეთრი სისხლის მაჩვენებლები და ლეიკოციტური ფორმულა ნორმის ფარგლებშია. რომელ დაავადებაზე მიიტანთ ეჭვს?

9

15 წლის გოგონა მოყვანილია გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მწვავე ტკივილის გამო მუცლის ქვედა ნახევარში. ტკივილი დაეწყო 3 საათის წინ. ჰოსპიტალიზაციამდე 1 საათით ადრე ჰქონდა ღებინება, გაუხშირდა ნაწლავთა მოქმედება და გამოუვლინდა სუბფებრილური ტემპერატურა. ჩამოთვლილიდან რომელ დაავადებასთან არ არის აუცილებელი დიფერენციალური დიაგნოზის გატარება?

10

6 წლის ბავშვს აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, ცხელება და ტკივილი მაქსილარული სინუსის არეში მარცხენა მხარეს. ქალას რენტგენოლოგიური კვლევით გამოვლინდა ჰაერ-სითხის დონე მარცხენა ჰაიმორის ღრუში. Aამ დაავადების ეტიოლოგიურ სტრუქტურაში ორი წამყვანი აგენტია:

11

3 წლის ბავშვს აქვს ქრონიკული დიარეა და ზრდაში მკვეთრი ჩამორჩენა. ორი დღის წინ გამოუვლინდა ჰემორაგიული დიათეზის ნიშნები. თრომბოციტების რაოდენობა არ არის დაქვეითებული, მაგრამ თრომბოპლასტინის დრო და პროთრომბინის დრო გახანგრძლივებულია. სისხლდენის პრევენციის მიზნით ყველაზე მეტად გამართლებულია

12

10 წლის ჯანმრთელი გოგონა 2 დღეა უჩივის ცხელებას და კისრის ტკივილს მოძრაობის დროს. გასინჯვით გამოვლინდა 4 სმ-ის ზომის, მკვრივი კონსისტენციის, ფლუქტუაციის მქონე მარცხენა წინა ცერვიკალური ლიმფური ჯირკვალი. სავარაუდო დიაგნოზია:

13

7 წლის გოგონა მიყვანილია გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ჰემატემეზისის გამო. დედის გადმოცემით ბავშვს წინა დღეს ჰქონდა ეპიგასტრალური ტკივილი და ამიტომ საკვები მიიღო მცირე რაოდენობით. დილით რამდენჯერმე აღებინა და პირნაღებ მასაში იყო ყავისფერი მინარევი. ჰოსპიტალში მიყვანამდე გზაში ძლიერ დასუსტდა და იგი მამამ ხელში აყვანილი შემოიყვანა. ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ყველა უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ, გარდა ერთისა

14

15 წლის გოგონა უჩივის მორეციდივე აბდომინურ ტკივილს უკანასკნელი 6 თვის მანძილზე. ტკივილი უხშირესად პერიუმბილიკალურია და ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ. ტკივილს ზოგჯერ წინ უსწრებს გულისრევის შეგრძნება. დიფერენციალურ დიაგნოზში უნდა ჩაირთოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, გარდა ერთისა:

15

21 დღის დროულ ახალშობილს აღენიშნება აგზნება, განმეორებითი ღებინება და დიარეა. ფიზიკური გასინჯვით ხილული ცვლილებები არ ვლინდება. ლაბორატორიული ტესტირებით გამოვლინდა: ჰემატოკრიტი 50%, ლეიკოციტები 15 000. ამ სიტუაციაში გამართლებულია ყველა ჩამოთვლილი ღონისძიება, გარდა ერთისა

16

4 წლის გოგონას უკანასკნელი 1 კვირის მანძილზე პერიოდულად აღენიშნება ძლიერი აბდომინური ტკივილი და ართრალგია. დათვალიერებისას გამოვლინდა პეტექიური სისხლჩაქცევები და პურპურა დუნდულოებზე. გოგონა აფებრილურია და თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. პერიფერიულ სისხლის ანალიზი ნორმის ფარგლებშია. აღნიშნული სიმპტომატიკა ყველაზე მეტად ლაპარაკობს ერთ-ერთი დაავადების სასარგებლოდ

17

8 თვის ჯანმრთელ ჩვილს უკანასკნელი 4 დღეა გამოუვლინდა დიარეა, ოლიგურია, საკვებს და სითხეს ცუდათ იღებდა. კლინიკურად ბავშვი ავადმყოფურად გამოიყურება, მივარდნილია, ლორწოვანები გამომშრალი აქვს, კანის ელასტიობა დაქვეითებული, არის ტაქიკარდია, ტაქიპნოე, კიდურები ცივია და კაპილარული ავსება 2 წამია. ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან რომელია სასწრაფოდ განსახორციელებელი ამ ბავშვის მართვის დროს?

18

2 თვის გოგონა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მოიყვანა მამამ. მამა უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მისგან ანამნეზის შეგროვება ვერ ხერხდება. ბავშვი ლეთარგიულია, აქვს ცენტრალური ციანოზი, გასპინგის ტიპის რესპირაცია, გულისცემის სიხშირე არის 40. ჩამოთვლილიდან რომელი შეესაბამება ბავშვის ფიზიოლოგიურ სტატუსს?

19

6 წლის ბრონქული ასთმით დაავადებულ გოგონას აქვს ასთმის შეტევა. ობიექტურად გამოხატულია ვიზინგი, გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, დიფუზური მსტვინავი ხიხინები. არტერიული გაზების მაჩვენებლებია: pH=7,49; Pco2= 32 mm Hg; Po2=68mmHg; BE= 2. როგორ შეაფასებთ ამ მდგომარეობას?

20

6 წლის ბრონქული ასთმით დაავადებულ გოგონას აქვს ასთმის შეტევა. ობიექტურად გამოხატულია ვიზინგი, რეტრაქციები, დამხმარე კუნთების მონაწილეობა სუნთქვაში. ამოსუნთქვა გახანგრძლივებულია, დიფუზურად ისმის მსტვინავი ხიხინები. არტერიული გაზების მაჩვენებლებია: pH=7,28; Pco2= 52 mm Hg; Po2=48mmHg; BE= -1 . როგორ შეაფასებთ ამ მდგომარეობას?

განმარტებები