სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია 2
რა სახის ანემია არ არის დამახასიათებელი ქრონიკული ენტერიტისათვის:
რა დაავადებებთან არის საჭირო არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის დიფერენციალური დიაგნოსის გატარება:
ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი არ გამოიყენება ქრონიკული გასტრიტების სამკურნალოდ:
ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ქრონიკული პანკრეატიტის ყველაზე ხშირ მიზეზს:
ღვიძლისმიერი კომის მიზეზი ციროზით ავადმყოფებში შეიძლება იყოს:
მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის დროს სისხლდენის ადგილის დასადგენად ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ყველაზე უფრო ინფორმაციულია:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი უფრო მნიშვნელოვანია ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოსტიკაში:
ღვიძლის ციროზის დროს ასციტის განვითარეაბს ხელს უწყობს:
კუჭუკანა ჯირკვლის მოცულობითი პროცესების უპირატეს სადიაგნოზო მეთოდად ითვლება:
ეზოფაგოგასტროდუოდენალური გახანგრძლივებული სისხლდენის სიმპტომებია:
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის გართულებების პროფილაქტიკა ემყარება:
მარილმჟავას წარმოშობას არ ამცირებს:
ავადმყოფი მამაკაცი, 60 წლის, შემოვიდა ჩივილებით ყლაპვის გაძნელებაზე მყარი საკვების მიღებისას, რომელიც დაეწყო 8 თვის წინ, წონაში დაკლებაზე, უმადობაზე. 2 დღის წინ საკვების მიღებისთანავე დაეწყო რეგურგიტაცია და ამოღებულ საკვებში შენიშნა სისხლი, რის გამოც მიმართა კლინიკას. რენტგენოგრამაზე ჩანს საყლაპავის ავსების დეფექტი . გამოკვლევის შემდგომი ეტაპი:
პეპტიკური წყლულის გართულებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
კუჭის წყლულის პენეტრაციით გართულებაზე მეტყველებს:
პეპტიკური წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელი მოქმედებს Nა K ატფ-აზას დათრგუნვის გზით?
55 წლის ავადმყოფი მამაკაცი ანამნეზში 10 წლის ხანგრძლივობის კუჭის წყლულით მკურნალობდა არარეგულარულად. პერიოდულად აღნიშნავდა 28 გამწვავებებს. უკანასკნელი წლის მანძილზე ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში გაუძლიერდა, დაიკლო წონაში, ფიბროსკოპიით დიდ სიმრუდზე აღინიშნება მსხვილი წყლულოვანი დეფექტი. ჩამოთვლილიდან რა უფრო მიზანშეწონილია ვურჩიოთ ავადმყოფს?
28 წლის ავადმყოფი ქალი უჩივის დიარეას და სპაზმური ხასიათის აბდომინალურ ტკივილს. ანამნეზიდან ირკვევა, რომ შეტევების სიხშირემ და ინტენსიურობამ მოიმატა უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, კუჭის მოქმედება გახშირდა 10 - მდე დღეში. შეტევებს ხშირად თან ახლავს ტემპერატურის მომატება. პალპაციით ისინჯება მგრძნობიარე მკვრივი მასა მუცლის მარჯვენა ქვემო კვადრატში. ანალური არის დათვალიერებისას აღმოჩნდა პერიანალური ფისტულა. რენტგენოგრაფიით ჩანს რამდენიმე ადგილას სტენოზირებული თეძოს ნაწლავი. მუცლის მარჯვენა ქვემო კვადრატში ჩანს შეხორცებული ნაწლავის მასა, შექმნილი თეძოს ნაწლავის მარყუჟებით და ამ ნაწლავის მარყუჟებს შორის არსებული ფისტულებით. სავარაუდო დიაგნოზი:
მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკ - ფაქტორებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
რა სახის ჰისტოლოგიური სურათი ვითარდება კრონის დაავადების დროს?