სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია 2
ჩამოთვლილიდან რომელი დაავადებისთვის არ არის დამახასიათებელი სტეატორეა?
ჩამოთვლილიდან რა ახასიათებს ქრონიკულ ანაციდურ გასტრიტის?
ახალგაზრდა ქალი ხშირად იღვიძებს ღამის ტკივილისაგან ეპიგასტრიუმის არეში. სავარაუდო დიაგნოზია:
ავადმყოფი უჩივის უმადობას, საკვების, განსაკუთრებით ხორცეულის შეძულებას, ყრუ ხასიათის ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში. ზოგჯერ აღნიშნავს ღებინებას ყავის ნახარშის მსგავსი მასით. ავადმყოფი ძალიან გამხდარია, აღენიშნება "მიწისფერი" სიფერმკრთალე. პალპაციით ეპიგასტრიუმის მიდამოში ისინჯება მომკვრივო წარმონაქმნი, მარცხენა ლავიწზედა არეში - გადიდებული ლიმფური კვანძი. სისხლში აღინიშნება ანემია, მაღალი ედს-ი. რენტგენოლოგიურად კუჭში ვლინდება "ავსების დეფექტი". სავარაუდო დიაგნოზია:
ჩამოთვლილიდან რა არ არის დამახასიათებელი ღვიძლის უკმარისობისთვის?
ავადმყოფი მამაკაცი, 22 წლის, უჩივის ტკივილს მუცლის არეში, სისხლიან განავალს, საერთო სისუსტეს. ობიექტურად აღინიშნება მუცლის მკვეთრი მტკივნეულობა მსხვილი ნაწლავის მთელს პროექციაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან რომელი არის ყველაზე მეტად სავარაუდო?
კუჭის წყლული ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა არ არის დამახასიათებელი 12-გოჯა ნაწლავის გაურთულებელი წყლულისათვის?
რა არის დამახასიათებელი 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისათვის?
რა არის დამახასიათებელი კრონის დაავადებისათვის?
რომელ დაავადებასთან ატარებენ კუჭის კარდიული ნაწილის წყლულის დიფერენციულ დიაგნოზს?
ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ქრონიკული პანკრეატიტის ყველაზე ხშირ მიზეზს?
ტკივილის როგორი ირადიაციაა დამახასიათებელი ქრონიკული ქოლეცისტიტისათვის?
ქრონიკული გასტრიტის დიაგნოსტიკაში ქვემოთმოყვანილიდან რომელ მეთოდს ენიჭება წამყვანი მნიშვნელობა?
ქვემოთ მოყვანილი გამოკვლევებიდან რომელს უნდა მიეცეს უპირატესობა არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის დასადგენად?
რა არის დამახასიათებელი ქრონიკული ქოლეცისტიტისათვის?
რა არის ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ქრონიკული ჰეპატიტების სხვა ფორმებისაგან?
ღვიძლის ქრონიკული დაავადებებიდან რომელი წარმოადგენს იმუნოდეპრესორული თერაპიის დაწყების კლინიკურ ჩვენებას?
ავადმყოფი მამაკაცი, აღენიშნება ჰექტიური ცხელება, ჰეპატომეგალია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით და ტოქსიური მარცვლოვნებით, სავარაუდოდ რა დაავადება აქვს?
ღვიძლისმიერი კომის საშიშროების დროს დიეტაში უნდა შევზღუდოთ: