QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია 2

1478 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1121

ავადმყოფი 44 წლისაა, უჩივის ქოშინს, ხველას, მცირე რაოდენობის ლორწოვანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ ნახველი სისხლნარევია, აწუხებს სისუსტე, პერიოდული ცხელება, მუშაობს მეფრინველეობის ფაბრიკაში. ობიექტურად: ტაქიპნოე, ციანოზი, “დოლისებური” თითები, ფილტვის პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა, მოსმენით გაფანტული ხმაურიანი ხიხინი შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვის ფონზე; ანტიანთებითი და ანტიბაქტერიალური მკურნალობა უეფექტოა. სავარაუდო დიაგნოზია:

1122

ავადმყოფი 20 წლისაა, უჩივის რინორეას, ცხვირცემინებას, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებას, ცხვირის, სასის, თვალების ქავილს, ცრემლდენას, ავადაა 3 წელია, მდგომარეობა უარესდება აგვისტო-სექტემბერში. სავარაუდო დიაგნოზია:

1123

ავადმყოფი ქალი 44 წლისაა, უჩივის სულხუთვას, რომელიც განვითარდა პოლიპექტომიის შემდეგ, ავადაა 3 წელია. ანამნეზში ვაზომოტორული რინიტია 10 წლის განმავლობაში, რევმატოიდული პოლიართრიტი, ვერ იტანს სალიცილატებს და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. ობიექტურად: ფილტვებში შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვის ფონზე მსტვინავი ხასიათის ხიხინი; ოტოლარინგოლოგის კონსულტაციით: პანსინუსიტი, ნაზალური პოლიპოზი. სავარაუდო დიაგნოზია:

1124

ავადმყოფი ქალი 35 წლისაა, უჩივის თავის მარცხენა ნახევრის ტკივილს, რასაც თან სდევს ღებინება, ზაფხულის თვეებში ტკივილი ხშირდება, ემატება რინიტის და კონიუნქტივიტის სიმპტომები, ავადაა 10 წელია. მდგომარეობა უმჯობესდება ანტიჰისტამინური და ტკივილდამაყუჩებელი საშუალებების მიღებისას. სავარაუდო დიაგნოზია:

1125

ქვემოთჩმაოთვლილთაგან რომელი საშუალებით არის მიზანშეწონილი ინფექციადამოკიდებული ბრონქული ასთმის მკურნალობა

1126

ქვემოთჩმაოთვლილთაგან ინფექციადამოკიდებული ფორმის ბრონქული ასთმის მკურნალობაში უპირატესად გამოიყენება:

1127

ქვემოთჩამაოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება ხანმოკლე მოქმედების ბეტა2-აგონისტებს:

1128

რამდენჯერ უფრო ხშირად გვხვდება ბრონქული ასთმა 14 წლამდეასაკის ვაჟებში გოგონებთან შედარებით:

1129

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელ მედიატორს არ გამოყოფენ ეოზინოფილები:

1130

თუ პაციენტი ყოველ დილით იღებს 30 – 40 მგ სტეროიდს უწყვეტად 2 კვირის განმავლობაში, FEV1 მონაცემის რამდენ პროცენტზე ნაკლებად გაუმჯობესების შემთხვევაში ისმება სტეროიდრეზისტენტული ბრონქული ასთმის დიაგნოზი:

1131

ქვემო ჩამოთვლილთაგან რა არ ახასიათებს სტეროიდდამოკიდებულ ბრონქულ ასთმას:

1132

ქვემოთჩამოთვლილთაგან როგორი სახის ასთმა არ არსებობს

1133

წამლის გვერდითი ეფექტების კლასიფიკაციით ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება ნებისმიერ ადამიანში მოსალოდნელ რეაქციებს:

1134

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არ ახასიათებს ბრონქულ ასთმას:

1135

წამლის გვერდითი ეფექტების კლასიფიკაციით ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი რეაქციისთვის არ არის აუცილებელი წინასწარი განწყობა:

1136

ორგანიზმის რომელი სისტემა ზიანდება უმეტესად წამლისმიერი რეაქციის დროს

1137

ასთმით დაავადებული პირების რამდენ პროცენტს აღენიშნება ზემგრძნობელობა ასპირინის მიმართ:

1138

ქვემოთჩამოთვლილთაგან რა სიმპტომი განასხვავებს ვაზოვაგალურ რეაქციებს ანაფილაქსიის კლინიკური სურათისგან:

1139

ბრონქების კედლის ინფილტრატში ბრონქული ასთმის დროს სჭარბობს:

1140

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მეთოდი არ გამოიყენება ატოპიური ბრონქული ასთმის რეაგინული ბუნების დასადასტურებლად:

განმარტებები