სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია 2
18 წლის ახალგაზრდას, ვირუსული გრიპის კლინიკით, დაავადებიდან მე-8 დღეს მთელ სხეულზე აღენიშნა პეტექიალურ-ლაქოვანი სისხლჩაქცევები, განუვითარდა გინგივიტი. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები 2 X 2სმ-მდე იყო გადიდებული. ელენთა 3სმ-ით გამოდიოდა ნეკნთა რკალიდან. პერიფერიულ სისხლში გამოვლინდა პანციტოპენია და შეფარდებითი ლიმფოციტოზი. რომელია ყველაზე უფრო შესაძლო დაავადება:
რომელი ლეიკემიის დროს შეადგენენ სიმსივნის სუბსტრატს მწიფე და მწიფებადი გრანულოციტები:
რომელი დაავადებაა ყველაზე უფრო სავარაუდო, როცა პერიფერიულ სისხლში აღინიშნება განსაკუთრებით მაღალი ლეიკოციტოზი ნეიტროფილების მარცხნივ გადახრით მიელობლასტამდე და ე.ქ ეოზინოფილურ-ბაზოფილური ასოციაცია:
ჩამოთვლილთაგან რომელ დაავადებას ახასიათებს ყველაზე მეტად გამოხატული სპლენომეგალია, მაღალი ლეიკოციტოზი ნეიტროფილების მარცხნივ გადახრით მიელობლასტამდე:
65 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა სიმძიმის შეგრძნება მარცხენა ფერდქვეშა არეში, წონაში მკვეთრი დაკლება. აღმოჩნდა 200მმ-მდე გადიდებული ელენთა. პერიფერიული სისხლის ანალიზში ლეიკოციტები _ 120,0. ლ. ლეიკოგრამაში ნეიტროფილოზი მარცხნივ გადახრით მიელობლასტამდე, მათ შორის მიელოციტები _ 18%. ჩამოთვლილ ცვლილებებიდან რა არის ყველაზე უფრო შესაძლებელი:
რა სპეციფიური ცვლილება გვხვდება პერიფერიულ სისხლში ქრონიკული მიელოლეიკემიიას დროს:
ქვემოთჩამოთვლილი რომელი დაავადებისათვის არის დამახასიათებელი ე.წ ფილადელფიური ქრომოსომა:
ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადების დროს ვითარდება ე.წ პლეთორის სინდრომი:
ჩამოთვლილთაგან რომელ დაავადებას ახასიათებს პერიფერიულ სისხლში პანციტოზი და ედს-ის ნულამდე შემცირება:
ჩამოთვლილთაგან რომელ დაავადებას ახასიათებს პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტოზი და აბსოლიტური ლიმფოციტოზი დაავადების ყველა სტადიაში:
ჩამოთვლილთაგან, რომელ დაავადების არსებობას იფიქრებდით, როცა ხანდაზმულ მამაკაცს პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებასთან ერთად სისხლში გამოუვლინდა ლეიკოციტოზი და აბსოლიტური ლიმფოციტოზი:
ჩამოთვლილთაგან რომელი ლეიკემიის დროს შეადგენს სიმსივნის სუბსტრატს პლაზმური უჯრედები:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დაავადების დიაგნოზი ეფუძნება სისხლში ან შარდში მონოკლონური იმუნოგლობულინების გამოვლენას:
45 წლის მამაკაცს რამდენიმე წლის განმავლობაში აღენიშნებოდა რადიკულიტური ტიპის ტკივილები. პერიოდულად მკურნალობდა ნევროპათოლოგთან _ უშედეგოდ. რენტგენოლოგიურად ხერხემლის წელის მალებზე გამოვლინდა დესტრუქციული უბნები. პირველ რიგში რომელი ჰემატოლოგიური დაავადების გამოიცხვაა ასეთ შემთხვევაში აუცილებელი:
60 წლის მამაკაცი მკურნალობდა უროლოგთან პროსტატის ადენომის გამო. შარდის ანალიზით გამოვლინდა აუხსნელი პროგრესირებადი პროტეინურია, რომელიც მიმდინარეობდა შეშუპების გარეშე. ჩამოთვლითაგან რომელი ჰემატოლოგიური დაავადების გამორიცხვაა აუცილებელი ამ შემთხვევაში:
ხანდაზმული ქალი, კომატოზურ მდგომარეობაში მოყვანილი იყო ნევროლოგიურ განყოფილებაში. კომის მიზეზი აღმოჩნდა ჰიპერპროტეინემია. თავის კომპიუტერული კვლევით ქალას ძვლებში გამოვლინდა მრავლობითი დესტრუქციული უბნები. ჩამოთვლილთაგან რომელ დაავადებას ივარაუდებდით პირველ რიგში:
52 წლის ქალს საერთო სისუსტის გამო გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, სადაც გამოვლინდა ზომიერი ნორმოქრომული ანემია და მაღალი ედს-ი. მიუხედავად კომპლექსური ანტიანემიური მკურნალობისა დინამიკაში ანემია არ სწორდებოდა და ასევე აუხსნელი რჩებოდა სტაბილურად მაღალი ედს-ის მიზეზი. რომელ ჰემატოლოგიურ დაავადებაზე მიგვითითებს აღნიშნული მდგომარეობა:
რომელი ჰემატოლოგიური დაავადებაა სავარაუდო, როცა პაციენტს აღენიშნება ტკივილები ძვლებში, ანემია და მაღალი ედსი, პროტეინურია და ჰიპერპროტეინემია:
რა დამატებითი ცვლილებაა სისხლის ანალიზში ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მესამე სტადიის დროს:
რა დამატებითი ცვლილებაა სისხლის ანალიზში ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის მეოთხე სტადიის დროს: