სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია 2
პოდაგრის პათოგნომური რენტგენოგრაფიული ნიშანია:
ბაზალური, მოგვიანებითი დიფუზური პნევმოფიბროზის განვითარება უპირატესად დამახასიათებელია:
50 წლის ავადმყოფ მამაკაცს პერიოდულად აღენიშნება ტკივილი მუცელში, სისხლიანი განავალი, რასაც ბოლო პერიოდში დაერთო ასთმური შეტევები. ანამნეზში - ორჯერ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი. ფილტვების აუსკულტაციით მოისმინება მშრალი მსტვინავი ხიხინი. მუცელი მგრძნობიარეა. ვლინდება პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები. სისხლში HB 100მგ\ლ, ლეიკოციტები - 15 - 10 5\ლ, ეოზინოფილები - 30%. სავარაუდო დიაგნოზია:
25 წლის მამაკაცს 3 დღეა აღენიშნება მუხლის სახსრის შესიება და მწვავე ტკივილი, ართრიტს 2 დღით წინ უსწრებდა ტემპერატურის მომატება შემცივნებით. აქვს ურეთრიტის ნიშნები ავადმყოფი წარსულში სახსრების ტკივილს არ აღნიშნავს. ობიექტურად სახსარი ცხელია, ჰიპერემიული, პალპაციით მტკივნეული, სხვა სახსრების მხრივ პათოლოგია არ აღინიშნება.სავარაუდო დიაგნოზია:
60 წლის ავადმყოფ ქალს 3 თვის მანძილზე აღენიშნება დილის შებოჭილობა, ორივე ხელის სხივ - მაჯის სახსრების ტკივილი და შეშუპება. სავარაუდო დიაგნოზი:
30 წლის ქალს, რომელიც იტარებს ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას, უეცრად განუვითარდა ცხელება და სისუსტე.ობიექტურად, ტემპერატურა - 38.3 გრადუსი; ყვრიმალებზე აღენიშნება გამონაყარი, მუხლებისა და მაჯის სახსრები შესიებული და მტკივნეულია. მარცხენა სტერნალური ხაზის ქვემო ნაწილში მოისმინება პლევრის ხახუნი. რომელმა ჰიპოტენზიურმა პრეპარატმა განაპირობა აღნიშნული კლინიკური სურათის განვითარება?
ავამდყოფი ქალი, 42 წლის, შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით: მხრის და მენჯის სარტყელის კუნთების ტკივილზე, ყლაპვის გაძნელებაზე, გამონაყარზე. ობიექტურად - მხრისა და მენჯის სარტყელის კუნთები მომატებულია ზომაში, მტკივნეულია პალპაციით. კანზე ,,დეკოლტეს~ ზონაში ერითემული გამონაყარია. სავარაუდო დიაგნოზი:
რეიტერის სინდრომისათვის დამახასიათებელი არ არის:
LE უჯრედების შესახებ რომელი მოსაზრება არ არის ჭეშმარიტი:
ადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, ტკივილს სახსრებში, სუბფებრილურ ტემპერატურას. სახეზე - ცხვირის და ლოყების მიდამოში აღენიშნება ერითემული გამონაყარი. შარდში ვლინდება პროტეინურია, ცილინდრურია. სისხლში: აღინიშნება ანემია, მაღალი ედს (70 მმ\სთ), ნახულობენ ჰემატოქსილინურ სხეულაკებს და როზეტებს. მაღალ ტიტრში ვლინდება ანტინუკლეარული ანტისხეულები. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მედიკამენტი უწყობს ხელს ლუპუს-სინდრომის განვითარებას:
სტემური სკლეროდერმიის შესახებ რომელი მტკიცება არ არის მართებული:
დერმატომიოზიტის დროს კანის დაზიანება მოიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა:
რეიტერის სინდრომის შესახებ რომელი მტკიცება არ არის მართებული:
რეიტერის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი მედიკამენტი, გარდა:
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომლისთვის არის დამახასიათებელი ფრჩხილებზე წერტილოვანი ჩაღრმავებები ("სათითის" სიმპტომი) და ონიქოლიზისი:
ოსტეოართროზის სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის:
ჩამოთვლილი სახსრებიდან რომლის დაზიანება ითვლება პათოგნომურად ოსტეოართროზისათვის:
რევმატოიდული პოლიართრიტისთვის არ არის დამახასიათებელი:
ჩღEშთ სინდრომი დამახასიათებელია: