სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › თერაპია 2 · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია 2
ჩამოთვლილთაგან რა არ მიეკუთვნება საშარდე გზების ინფექციის კლინიკურ ნიშნებს?
ჩამოთვლილთაგან რომელი ანტიბიოტიკია უკუნაჩვენები თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს?
თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში რა არის რეკომენდებული?
გლუკოკორტიკოიდებით თერაპია რა შემთხვევაშია ეფექტური?
ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი შეიძლება დადასტურდეს ყველაზე საიმედოდ თირკმლების ბიოფსიით?
რა არ არის მიზანშეწონილი თირკმლის მწვავე უკმარისობის მკურნალობისას?
რომელი დაავადება არ რთულდება თირკმლების ამილოიდოზით?
სად განიცდის მილაკოვანი სითხის ძირითადი რაოდენობა რეაბსორბციას?
ჩამოთვლილთაგან რომელია დამახასიათებელი თირკმლის მწვავე უკმარისობისათვის და იშვიათია ქრონიკულის დროს?
რას ახასიათებს ალბუმინურია და ჰიპოპროტეინემია შეშუპებისა და ცილინდრურიის თანხლებით?
რას ახასიათებს წელის მიდამოში ცალმხრივი ტკივილი ?
რომელია თირკმლების მწვავე და ქრონიკული უკმარისობის ყველაზე სარწმუნო სადიფერენციაციო კრიტერიუმი?
მწვავე პიელონეფრიტის დამახასიათებელი ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
ავადმყოფს პროგრესირებადი გლომერულონეფრიტითა და თირკმლების ქრონიკული უკმარისობით დაეწყო ფილტვისმიერი სისხლდენა. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი
ქრონიკული გლომერულონეფრიტით დაავადებულს, რომელიც მკურნალობს პრედნიზოლონით (80 მგ. სადღეღამისო დოზა აღმოაჩნდა კუჭის წყლული. თქვენი პოზიცია
ჩამოთვლილი სიმპტომებიდან აზოტემიურ ინტოქსიკაციას არ განეკუთვნება
თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ტერმინალურ სტადიაზე ორგანიზმში კალიუმის საერთო რაოდენობა
ქრონიკულ პიელონეფრიტს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა
40 წლის ქალს ერთი კვირის წინ ჰქონდა ძლიერი ტკივილი წელის მარცხენა ნახევარში. 3 დღის შემდეგ დაეწყო ცხელება 37,3 - 37,8 გრად ჩ. ედსი 25 მმ\სთ. ჰემატურია ლეიკოციტურია. წელის არეში მუშტის მირტყმა იძლევა ძლირ ტკივილს. რომელ დაავადებაზე ვიფიქრებთ პირველ რიგში.
36 წლის მამაკაცი გაციების შემდეგ შეშუპდა (სახე, კიდურები . არტერიული წნევა 180\100 მმ\სთ. პროტეინურია 6,6% - ჰემატურია. ედსი 36 მმ\სთ. კრეატინინი ნორმის ფარგლებში. ბავშვობიდან ავადაა ფილტვების ტუბერკულოზით. რომელ დაავადებასთან უნდა გვქონდეს საქმე