სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › ინფექციური · შეცდომებზე მუშაობა
ინფექციური
ავადმყოფ ბავშვს 2 კვირაა აქვს შეტევითი ხასიათის ხველა. ამოსუნთქვის ფაზაში ერთმანეთს სწრაფად მიყოლებული ხველითი ბიძგების შემდეგ უნვითარდება ღრმა, კრუნჩხვითი, მსტვინავი შესუნთქვა, რასაც მოჰყვება ამოსუნთქვითი ბიძგები. შეტევა წებოვანი ნახველის გამოყოფით მთავრდება. რომელი დაავადებაა სავარაუდო ამ შემთხვევაში:
56 წლის პედაგოგს, რომელსაც მკურნალობენ ლიმფოგრანულომატოზის დიაგნოზით დაეწყო თავის ტკივილი, ფოტოფობია, სომნოლენცია, განუახლდა ცხელება. ობიექტური გამოკვლევით მენინგეალური ნიშნები გამოვლინდა. ლუმბალური პუნქციით: სითხე შემღვრეული, ცილა 1,16 გ\ლ. ციტოზი 2200\მმ-ში, ნაცხში ნეიტროფილები-76 %. გრამის მეთოდით შეღებვისას მცირე რაოდენობით გრ(+) მიკრობები ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით მიღებული იყო: Listeria monocytogenes კულტურა. რომელი მკურნალობაა სწორი:
ჩამოთვლილი ეგზოტოქსინური ინფექციებიდან რომლის კომპლექსურ მკურნალობაში გამოიყენება ანატოქსინი:
ჩამოთვლილი დაავადებების დროს შესაძლებელია სინათლის მიკროსკოპით გამომწვევის აღმოჩენა, გარდა შემდეგისა:
ჩამოთვლილი ინფექციური დაავადებების დროს ტიპიურია ლეიკოპენიის განვითარება, გარდა შემდეგისა:
ჩამოთვლილიდან რომელი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კანის ალერგიული სინჯი:
ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევით დადგენილი იყო კლინიკური ნიშნების შემდეგი შერწყმა: ცხელება, მიალგია, სიყვითლე. ჩამოთვლილიდან რომლის არსებობაა ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:
ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევით დადგენილი იყო შემდეგი კლინიკური ნიშნების შერწყმა: ცხელება, ქოშინი, სისხლიანი ღებინება. ჩამოთვლილიდან რომლის არსებობაა ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:
ავადმყოფის გამოკვლევით გამოვლინდა შემდეგი კლინიკური ნიშნების შერწყმა: ცხელება, მიალგია, სიყვითლე. ჩამოთვლილიდან რომლის არსებობაა სავარაუდო:
ავადმყოფის გამოკვლევით დადგინილი იყო ნერვული სისტემის მხრივ შემდეგი ცვლილება: ავადმყოფი სრულ გონზეა, კუნთთა მუდმივ ტონურ კრუნჩხვასთან ერთად პერიოდულად უნვითარდება კლონური კრუნჩხვა. ჩამოთვლილიდან ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად სავარაუდოა:
ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევით დადგენილი იყო დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშანი – თავის ტკივილი დასაწყისში ლოკალიზებული იყო კეფის არეში, რამდენიმე საათში გაძლიერდა და გახდა აუტანელი. ანალგეტიკების მიღება ტკივილზე არ მოქმედებს. ჩამოთვლილიდან რომელი დიაგნოზია ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:
ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევით გამოვლინდა ეიფორია, აჟიტირება, შეუსაბამობა ცხელების მაღალ ციფრებსა და დამაკმაყოფილებელ საერთო მდგომარეობას შორის. ჩამოთვლილიდან რომლის არსებობაა ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომლის დროსაა რეკომენდებული პენიცილინის დასაწყისი დოზა 300-400 ათასი კგ. წონაზე \დღეში:
ავადმყოფს აღენიშნება ეგზანთემა. იგი გაჩნდა დაავადების 15-20 სთის შემდეგ, გამონაყარი უხვია, უსწორო ფორმის პეტექიების დანეკროზების სახით. ლოკალიზებულია უპირატესად კიდურებსა და დუნდულებზე. კანი ფერმკრთალია, ციანოზური. ჩამოთვლილიდან რომელი დაავადებაა ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:
ავადმყოფს წერტილოვანი, უხვი გამონაყარი დაავადების პირველსავე დღეს განუვითარდა. გამონაყარი უხვია, ჰიპერემიული კანის ფონზე. განლაგებულია გულ-მკერდის გვერდით და კიდურების მომხრელ ზედაპირებზე, იღლიებში, საზარდულში. დერმოგრაფიზმი თეთრია, მყარი. გამონაყარი არ არის ცხვირ-ტუჩის სამკუთხედში. რომელი დიაგნოზია ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში:
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ფორმები შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ბრუცელოზის დროს:
ავადმყოფს დაესვა ბრუცელოზის დიაგნოზი. ქვემო ჩამოთვლილიდან რომელია ნაკლებად მოსალოდნელი ამ შემთხვევაში:
ჩამოთვლილიდან რომელი მოსაზრება არ არის მართებული ბრუცელოზზე:
რომელი სინდრომით შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული ბრუცელოზი:
ჩამოთვლილიდან რომელი გზითაა სავარაუდო ბრუცელოზის გავრცელება: